ანრი ოხანაშვილი 20 ივნისის მოვლენებისას დაზარალებულებზე საია-ს ინფორმაციაზე -  დღეს მიენიჭებათ თუ ხვალ სტატუსი, მთავარია მათი უფლებები იყოს დაცული

დღეს მიენიჭებათ თუ ხვალ სტატუსი, მთავარია მათი უფლებები იყოს დაცული, - ასე გამოეხმაურა დეპუტატი ანრი ოხანაშვილი საია-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც 20 ივნისის მოვლენებისას დაზარალებულად 67 სამართალდამცველი და 4 მოქალაქე დასახელდა.

„მე დეტალურ თანაფარდობასთან დაკავშირებით ვერ გეტყვით, ეს კონკრეტული მონაცემები შეგიძლიათ დააზუსტოთ და გადაამოწმოთ შინაგან საქმეთა სამინისტროში. თუმცა, ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ადამიანები, ვინც იქ დაზარალდნენ და ეს არის ფაქტი, ეს ადამიანები ჩემთვის არიან დაზარალებულები - დღეს მიენიჭებათ თუ ხვალ სტატუსი, მთავარია მათი უფლებები იყოს დაცული, ეს არის ჩემთვის ამოსავალი პრინციპი. თუკი ჩვენ დავინახავთ, რომ მათ უფლების რეალიზების შესაძლებლობა არ აქვთ, ამასთან დაკავშირებით ჩვენც დავსვამთ შეკითხვებს, თუმცა ამ ეტაპზე მივცეთ საგამოძიებო ორგანოებს საშუალება, თავისი საქმიანობა განახორციელონ.

ჩემი ამოცანაა, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვინც იქ დაზარალდა, უფლებების სრული რეალიზება უნდა მიეცეთ. თუკი ვინმე იქნება შეზღუდული ამ უფლებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენც დავსვამთ შეკითხვებს",- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა