გორში სტალინის ძეგლის დადგმის მოთხოვნით „კომუნისტები“ აქციებს იწყებენ

გორში სტალინის ძეგლის დადგმის მოთხოვნით კომუნისტები“ პერმანენტულ აქციებს იწყებენ. ერთიანი კომუნისტური პარტიის“ გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ალეკო ლურსმანაშვილის განცხადებით, პირველი აქცია 10 ოქტომბერს გაიმართება სტალინის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

აქციები სისტემატურ სახეს მიიღებს. ამ ეტაპზე ორი ორგანიზაცია ჩავერთვებით - ერთიანი კომუნისტური პარტია“ და მეგობრობა და სამართლიანობა“. ინიციატივა სწორედ ამ უკანასკნელს ეკუთვნის. აქციების გამართვა გორში იგეგმება, თუმცა, თუ სხვა ქალაქებიდანაც გამოთქვამენ სურვილს სტალინის ძეგლის დადგმის ინიციატივის მხარდამჭერები, გამორიცხული არ არის, აქციები სხვა რაიონებშიც გაიმართოს. ბუნებრივია, ჩვენი სურვილია, ძეგლი დაბრუნდეს მის პირვანდელ ადგილზე - გორის ცენტრალურ მოედანზე, მაგრამ ეს ძალზე რთულად მისაღწევია და ამიტომ, როგორც მინიმუმ, სტალინის ძეგლი უნდა დაიდგას მისი მუზეუმის მიმდებარე სკვერში, სადაც რამდენიმე წლის წინ ძეგლის დასადგმელად პიედესტალი გაამზადეს“, - განაცხადა ინტერპრესნიუსთან“ ერთიანი კომუნისტური პარტიის“ გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალეკო ლურსმანაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა