ქეთევან ციხელაშვილი -  ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში ჩვენ არამხოლოდ პრობლემებს ვაჟღერებთ, არამედ ვეძებთ გამოსავალს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარე რაუნდში, რომელიც ხვალ გაიმართება, ქართული მხარე კონსტრუქციულადაა ჩართული.

მინისტრის თქმით, მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე განხილული იქნება ყველა აქტუალური საკითხი.

ჩვენ არამხოლოდ პრობლემებს ვაჟღერებთ, არამედ ვეძებთ გამოსავალს, რა თქმა უნდა, იმ მთავარ საკითხებთან ერთად, რომელიც დღის წესრიგს წარმოადგენს. ეს არის ძალის არგამოყენება, საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება. განხილული იქნება ყველა აქტუალური საკითხი, მათ შორის, ჩორჩანასთან შექმნილი ვითარება და ასევე, ჩვენთვის ბევრი თანამოქალაქისთვის განსაკუთრებით მნიშვნელვანი - ახალგორის მიმართულებით გადასასვლელის გახსნის აუცილებლობა, რადგან უამრავი ადამიანი, პირდპირი გაგებით, ამის გამო იტანჯება.

იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ყველა მონაწილის მხრიდან იქნება გაცნობიერებული

მაღალი ჰუმანიტარული მნიშვნელობა გადაადგილების თავისუფლების. დღეს ოჯახები არის გაყოფილი. ეს ეხება ოსებსაც, ქართველებსაც. არავინ იგებს ამით და ეს ზომა სასწრაფოდ უნდა იქნას შეცვლილი, ვგულისხმობ, გადასასვლელების დაკეტვას. ჩვენ მზად ვართ, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ყველა საკითხი მოწესრიგდეს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა