თინა ბოკუჩავა - სუს-ის უფროსად გრიგოლ ლილუაშვილის დასახელება სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს

ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან ინსტიტუტებს ბიძინა ივანიშვილი აკომპლექტებს, როგორც საკუთარ კორპორაციას, - ამ სიტყვებით შეაფასა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად გრიგოლ ლილუაშვილის დასახელება. დეპუტატის თქმით, ფაქტი სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

"ლილუაშვილი იყო "ქართუს" თანამშრომელი, თადუმაძე იყო "ქართუში" ბიძინას ადვოკატი, ღარიბაშვილი იყო "ქართუში" ბიძინა ივანიშვილის თანაშემწე. ჩვენი ქვეყანა არ არის ბიძინა ივანიშვილის შპს. ეს უნდა შეისმინოს და გაიგოს და დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად გააგებინებს ამას არჩევნებზე ქართველი ხალხი", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა არის ინიცირებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა