ეკა გიგაური - სახელმწიფო იყენებს ყველა ბერკეტს, რომ დასაჯოს 20 ივნისის აქციის მონაწილეები  და არა ის ადამიანები, რომლებიც უკანონო ბრძანებას გასცემდნენ

ძალიან მარტივი სტატისტიკა მიუთითებს იმაზე, რომ ადგილი ჰქონდა შერჩევით სამართალს, - ასე ეხმაურება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური საია-ს ინფორმაციას, რომ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაზარალებულად 67 სამართალდამცავი და აქციის 4 მონაწილეა ცნობილი.

გიგაურის შეფასებით, სახელმწიფო იყენებს ყველა ბერკეტს, რომ აქციის მონაწილეები დასაჯოს და არა ის ადამიანები, რომლებიც უკანონო ბრძანებას გასცემდნენ.

"ჩვენ ვხედავთ, რომ 305 ადამიანის მიმართ ადმინისტრაციული სასჯელი იქნა გამოყენებული. გარდა ამისა, 17 სისხლის სამართლის საქმეა მოქალაქეებთან მიმართებაში და 3 პოლიციელთან მიმართებაში. ჩვენ ვფიქრობთ, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი დარღვევა იყო, მათ შორის პოლიციელების მხრიდანაც, მნიშვნელოვანი იყო, სახელმწიფოს აეღო ვალდებულება, გამოეძიებინა ეს საქმე და იმ პირთა პასუხისმგებლობა დაეყენებინა, ვინც უკანონო ბრძანებას გასცემდა, რომელთა ბრძანების შედეგად ამდენი მოქალაქე და ამდენი ჟურნალისტი დაზარალდა, მაგრამ ამის სურვილი სახელმწიფოს არ აქვს. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ 2 პოლიტიკოსის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა და ერთი არის პატიმრობაში. ასეთი რაღაც არცერთი მაღალი დონის დემოკრატიულ სახელმწიფოში არ ხდება", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა