ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი - არანაირ გარიგებაზე და საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ იქნება

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო სხდომის არსებით განხილვას არ დაესწრო. როგორც მის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულის მიზეზი ის არის, რომ მას სასამართლო სხდომებზე დასწრების სურვილი არ აქვს.

როგორც ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, არანაირ გარიგებაზე და საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ იქნება.

„იცით, რომ ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდება 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით აქვს წარდგენილი. წინა სხდომაზე ჩემი შუამდგომლობა დააკმაყოფილა სასამართლომ და ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდების ნაწილი ცალკე წარმოებად გამოყო და შესაბამისად, ეს საქმე სხვა მოსამართლეს გადაეწერა. დღეს კი უკვე პირველი სხდომა გვაქვს, არსებითი განხილვა. სხვა შუამდგომლობა ამ ეტაპზე არ მაქვს. ირაკლი ოქრუაშვილი ცალსახად მის დაკავებას და ამ საქმის წამოწყებას ბოლოდროინდელ გააქტიურებას უკავშირებს და ასევე მის კანონიერ პრეტენზიებს "რუსთავი 2"-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებით. ის, რა თქმა უნდა, თავს დამნაშავედ არ სცნობს, არანაირ გარიგებაზე და საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ იქნება", - განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა