ანრი ოხანაშვილის განცხადებით, იურიდიულ კომიტეტთან არსებულ სამუშაო ჯგუფში მოსამართლეობის კანდიდატების  დიპლომების ნამდვილობასთან დაკავშირებით კითხვები არ გაჩენილა

განსაკუთრებული აჟიოტაჟი, რომ თითქოს ვინმეს დიპლომი არის ყალბი, არ არის სწორი ფორმულირება,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დიპლომებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებულ სამუშაო ჯგუფში დიპლომების ნამდვილობასთან დაკავშირებით კითხვები არ გაჩენილა.

"20 კანდიდატიდან 2 კანდიდატს ჰქონდა 4+2 საფეხურიანი განათლება და ერთს აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი. კანონმდებლობა უთითებს, რომ თუ ადამიანი არის მაგისტრის ან დოქტორის ხარისხის, მის დიპლომთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა არ არის საჭირო. დანარჩენ 18 კანდიდატთან დაკავშირებით კი საკითხი დაისვა არა დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით, არამედ შემდეგნაირად: მათ დამთავრებული ჰქონდათ რეფორმამდე სწავლების საფეხური, კერძოდ, ერთსაფეხურიანი სწავლება, 5 წლიანი. ვინაიდან 5 წლიანი სწავლება მიიჩნევა მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებულად, მიუხედავად იმისა, რომ კითხვები არ გაგვჩენია ნამდვილობასთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ, მიგვემართა განათლების ხარისხის ცენტრისთვის კითხვით, ეს ერთსაფეხურიანი სწავლება ხომ შეესაბამება მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებულ დიპლომს,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, არის კიდევ გარკვეული კითხვები, რაც შეიძლება ტექნიკურ ხარვეზთან იყოს დაკავშირებული.

"ერთ-ერთ კანდიდატი ფიქსირდება, რომ ვიდრე სკოლას დაამთავრებდა, თითქოს სწავლობდა ინსტიტუტში. ეს ტექნიკური ხარვეზია თუ რას უკავშირდება, ჩვენ ამ კანდიდატს შევეკითხებით,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა