ანრი ოხანაშვილი - შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ დგას

შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ დგას, - ამის შესახებ იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მან ისაუბრა 9 ოქტომბერს დაგეგმილ გასაუბრებაზე გენერალურ პროკურორ და უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ, შალვა თადუმაძესთან.

"მოვუსმენთ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის მომდევნო კანდიდატს, შალვა თადუმაძეს. ჩვენი ამოცანაა, გავაჟღეროთ ყველა შეკითხვა, რომელიც არსებობს პარლამენტის წევრებს შორის და საზოგადოებაში, უკავშირდება მის საქმიანობას, მის პროფესიულ საქმიანობას. ასევე, ის საკითხები, რაც უკავშირდება დამატებით მის განათლების დიპლომთან დაკავშირებულ საკითხებს, სამუშაო ჯგუფს არ დაუსვამს საკითხი ნამდვილობაზე, კითხვის ნიშნები არ დგას მისი დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით. გაჩნდა კითხვები დამატებით იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც თვითონ კანდიდატს აქვს მითითებული მის ბიოგრაფიაში და რომელიც დაფიქსირებულია მის განათლების დამადასტურებელ დიპლომში. შესაბამისად, ეს არის დამატებითი საკითხები, რომელზეც ჩვენ დავსვამთ შეკითხვებს და ჩვენი ამოცანაა, მივიღოთ მათზე სრული პასუხები", - განაცხადა ოხანაშვილმა.

მანვე უპასუხა კითხვას იმის შესახებ, აქვს თუ არა კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ თადუმაძემ, ომბუდსმენის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, საგანმანათლებლო დაწესებულებაში "1993 წელს ჩააბარა, მაშინ როცა უნივერსიტეტი 1994 წელს გაიხსნა".

"აქ ზედმეტი აჟიოტაჟი ვინმეს კანდიდატობიდან მოხსნასთან დაკავშირებით არის სრულიად არაობიექტური და საფუძველს მოკლებული. ჩვენ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გაგვიჩნდა შეკითხვები არა მხოლოდ თადუმაძესთან, არამედ სხვა 17 კანდიდატთან მიმართებაში, რომელთაც დამთავრებული აქვთ ერთსაფეხურიანი სასწავლო საფეხური, რომელსაც კანონმდებლობა უთანაბრებს მაგისტრის ხარისხს. ამასთან მიმართებაში დამატებით რომ არ გაჩენილიყო შეკითხვები, დავსვით საკითხი, რომ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრიდან გამოგვეთხოვა ინფორმაცია, რომ აღნიშნული ერთსაფეხურიანი სწავლება 18 კანდიდატთან მიმართებაში ხომ უთანაბრდება მაგისტრის ხარისხს. ამ შეკითხვით სამუშაო ჯგუფმა მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და შემდგომ ჩვენ, კომიტეტმა მივმართეთ განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს. შესაბამისად, ეს აჟიოტაჟი, რომლის სათავისოდ გამოყენებასაც ოპოზიცია ცდილობს, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია რატომღაც ახლა აპელირებს ამ საკითხთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ჩვენ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა აღნიშნული საკითხი ბევრად ადრე განვიხილეთ, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა. განათლების ხარისხის ცენტრს აქვს კონკრეტული ვადები, რა ვადებშიც მოაწოდებენ კომიტეტს აღნიშნულ ინფორმაციას. ჩემი ინფორმაციით, ჩვენ ის უკვე მოგვეწონა და კანდიდატთან გასაუბრების დროს ამ საკითხებს დავსვამთ. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი არ არის დამაბრკოლებელი გარემოება რაიმე ფორმით, რომ კანდიდატს არ მოვუსმინოთ. ჩვენ მოვუსმენთ კანდიდატებს", - განაცხადა ოხანაშვილმა.

მანვე დასძინა, რომ ყველა მსგავს და სხვა საკითხებს კომიტეტი გასაუბრებების დასრულების შემდეგ ინდივიდუალურად შეაჯამებს თითოეულ კანდიდატთან მიმართებაში, თუ ვინ შეიძლება, მიიღოს მხარდაჭერა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა