„ნიუ-იორკ თაიმსი“ - რუსული დანაყოფი 29155 ევროპის დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ოპერაციებს ახორციელებს

ჯერ დესტაბილიზაცია მოხდა მოლდოვაში, რომელსაც ბულგარეთში იარაღის მოვაჭრის მოწამვლა მოჰყვა, შემდეგ იყო მონტენეგროში გადატრიალების მცდელობა. გასულ წელს ბრიტანეთში ყოფილი რუსი აგენტის მოკვლა სცადეს, -„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, დასავლეთის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს და კიდევ მრავალი სხვა ოპერაცია ევროპის დესტაბილიზაციისკენ მიმართული კამპანიის ნაწილია, რომელსაც რუსეთის სადაზვერვო სისტემაში არსებული ელიტარული დანაყოფი ახორციელებს.

დანაყოფი 29155 უკვე 10 წელზე მეტია მოქმედებს, თუმცა, დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა მის შესახებ მხოლოდ ცოტა ხნის წინ გაიგეს. დასავლური ქვეყნების სადაზვერვო სამსახურის წარმოამდგენლები აცხადებენ, რომ შეუძლებელია დაადგინო, როდის ახდებს დანაყოფი მობილიზებას და რა ოპერაციას გეგმავს.

გამოცემის თანახმად, ოფიცრები 29155 დანაყოფიდან წარმოადგენენ ვეტერანებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ავღანეთის, ჩეჩნეთის, უკრაინის და სხვა სისხლიან კონმფლიქტებში. დასავლეთის სადაზვერვო სამსახურების შეფასებით, მათი საქმიანობა იმდენად გასაიდუმლოებულია, რომ მისი არსებობა თავად G.R.U-სთვისაც უცნობია. სადაზვერვო სამსახურების მიერ ამ ჯგუფის გამოვლენა პირველად 2016 წლის მონტენეგროს გადატრიალების მცდელობის შემდეგ მოხდა. გეგმის მიხედვით, ორ ოფიცერს ქვეყნის პრემიერ მინისტრი უნდა მოეკლათ და პარლამენტის შენობა შტურმით აეღოთ.

იხილეთ ვიდეო: "ნიუ-იორკ თაიმსი" - რუსული დანაყოფი 29155 ევროპის დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ოპერაციებს ახორციელებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა