ეკა ბესელია - ოხანაშვილი გადაქცეულია პატარა ზონდერად

ოხანაშვილი გადაქცეულია პატარა ზონდერად, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პარლამენტში, მალხაზ მაჩალიკაშვილთან მიმართებაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, ანრი ოხანაშვილის ქმედებები პარლამენტისთვის შეურაცხმყოფელია.

"ის წესები, რაც დადგინდა პარლამენტში და რასაც ოხანაშვილი აკეთებს, შეურაცხმყოფელია პარლამენტისთვის და იურიდიული კომიტეტისთვის, რომელიც კანონიერებას და ზედამხედველობას უნდა ახორციელებდეს. როდესაც მოქალაქეებს კონსტიტუციურ უფლებას უზღუდავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ოხანაშვილი გადაქცეულია პატარა ზონდერად. სამწუხაროა, რომ ზონდერის როლში გვევლინება ის და არა იმ ადამიანის, ვინც უნდა აჩვენოს პარლამენტის სტანდარტი და საპარლამენტო კონტროლი განახორციელოს", - აცხადებს ბესელია.

მისივე თქმით, ის პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს.

ცნობისთვის, მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს ცდილობდა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დასწრებას, რათა მოესმინა მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძისთვის. მას შესთავაზეს, რომ სხდომისთვის არა უშუალოდ კომიტეტის დარბაზიდან, არამედ აივნიდან ედევნებინა თვალი, რაზეც მაჩალიკაშვილმა უარი განაცხადა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა