ნიკა მელია - მოვედი ერთი ძალიან მდიდარი ადამიანის კერძო უწყებაში, ჩემი რაღაც სამაჯურით ფორმალურად უნდა დავესწრო სასამართლო სხდომას

ბანალური ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო არ არსებობს. არც თბილისის საქალაქო სასამართლოში მოვსულვარ. მოვედი უბრალოდ ერთი ძალიან მდიდარი ადამიანის კერძო უწყებაში, სადაც მუშაობენ მის მიერ დაქირავებული ადამიანები, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ „თავისი მილიარდებით და იმ ბერკეტებით, რომლებსაც ფლობს, კისერი მოუგრიხოს ყველას, მაგრამ, ეს ყველა უკვე აბსოლუტურ უმრავლესობაშია“.

„საზოგადოება უკანასკნელი დღეების განმავლობაში თვალყურს ადევნებს, რა კონტიგენტი ჰყავს ბიძინა ივანიშვილს მოსამართლეებად, რომლებსაც უპირებს უვადოდ დანიშვნას. ამიტომ ახლა საუბარი იმაზე, რომ ჩვენ წარვადგენთ მტკიცებულებებს და ეს ბრალეულობა უბრალოდ მოგონილია არის უადგილო და სასაცილოც. უბრალოდ დარწმუნებული ვარ შემდეგში, ბიძინა ივანიშვილი დამარცხდება, ვინაიდან იგი დევნის ყველას, ვინც მის ოპოზიციაშია. იგი დევნის არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს, არა მხოლოდ პოლიტიკურ ლიდერებს, არამედ ნებისმიერს, იქნება ეს მედიის წარმომადგენლები, ბიზსნესმენები თუ ა.შ. თავად დღევანდელი დღე ერთ-ერთი ნათელი ილუსტრაციაა იმისა, რაზეც ახლა ვსაუბრობ, ვიდრე ვსაუბრობ, უკვე არაერთი პროცესი მიმდინარეობს, წმინდა წყლის პოლიტიკურად მოტივირებული. ამიტომ, გვინდა-არ გვინდა, ფორმალურად უნდა მოვიდე, დავესწრო ამ სხდომას ჩემი რაღაც სამაჯურით“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა