ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის გ.დ.-ს კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დათვალიერებისას, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი - ,,მეტადონი“ (72 გრამი) გამოავლინეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს გადაეცა.

ვაჟა ბერიძე - საით, ღვთისმშობლის წილხვედრო ქვეყანავ? არსაით?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.09.2025
პროკრედიტ ბანკმა თელავში ახალი ფილიალი გახსნა
წინანდალი ქართული სცენოგრაფიის რეფორმატორის, ირაკლი გამრეკელის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს