დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმის თანამშრომლები ხელფასების მომატების მოთხოვნით პრემიერს მიმართავენ

ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმის თანამშრომლები ხელფასების მომატების მოთხოვნით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავენ. ისინი ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნა ათ დღეში არ დაკმაყოფილდება, გაიფიცებიან.

„ჩვენ გამოვიყენეთ ყველანაირი ლეგიტიმური უფლება, მივწერეთ ოფიციალური წერილი განათლების მინისტრს, არაერთხელ დაიწერა მედიაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ქმედითი ღონისძიებები არ ჩატარებულა. ახლა მტკიცდება 2020 წლის ბიუჯეტი. ამჯერად მივმართავთ პრემიერ-მინისტრს, რადგან განათლების მინისტრს ჰგონია, რომ მხოლოდ მასწავლებლების მინისტრია. გადახედოს პრემიერმა სახელფასო პოლიტიკას, ნახოს ჩვენი შემოსავლები, შრომის ანაზღაურება და მივა ლოგიკურ დასკვნამდე, რომ ბატონყმობა არ გადავარდნილა“, - აღნიშნა მუზუმის დირექტორის მოადგილემ საგანმანათლებლო-სამეცნიერო დარგში, ნანა ფიფიამ.

თავის მხრივ, მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია ამბობს, რომ თანამშრომლებს დაბალი ხელფასი აქვთ და მისი მოთხოვნის გაზრდას თავადაც ეთანხმება, თუმცა გაფიცვის არ მიესალმება. მისივე თქმით, ხელფასებთან დაკავშირებით, კომუნიკაცია ჰქონდა განათლების კულტურის სამინისტროს წარმომადგენელთან.

„გუშინ არ ვიცოდი ასეთ რამეს რომ ამზადებდნენ. სულ ვსაუბრობთ, რომ ხელფასი ცოტაა. ვესაუბრე სამინისტროს წარმომადგენელს და მითხრა, რომ სწორედ თქვენს სახელფასო ნუსხას ვაკეთებ და მაცალონო. რადგან ასეა, დარწმუნებული ვარ, რომ მიიღებენ ზომებს, უბრალოდ, ვაცალოთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ბერაიამ.

ბერაიას არ დაუკონკრეტებია, როდის და რამდენით გეგმავენ უწყებაში მუზეუმის თანამშრომლებისთვის ხელფასის მომატებას.

მუზეუმში 40-მდე თანამშრომელი მუშაობს.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა