სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, ბაღდათის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მოადგილე ლევან კიკნაველიძე, საქართველოს ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე სამთავრობო პროგრამის ფარგლებში ბაღდათის მოსახლეობას შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებისგან მათი საჭიროებების და პრობლემების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინეს და შეკითხვებს უპასუხეს.

„ბაღდათის მოსახლეობამ საშეშე მერქნის მოპოვების გამარტივების, სასმელი წყლის მიწოდების, სოციალური დახმარებების და ქალაქის შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციის შესახებ ისაუბრეს და მიიღეს დაპირება, რომ ყველა პრობლემა ეტაპობრივად მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით მოგვარდება.

ასევე დღევანდელ შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა ადგილობრივებს ის პროგრამები გააცნო, რომელსაც სამინისტრო სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახორციელებს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: სამთავრობო პროგრამის ფარგლებში ბაღდათის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს