იაპონიაში ტაიფუნ „ჰაგიბისის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა, 20 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება

იაპონიაში ტაიფუნ „ჰაგიბისის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 37-ს მიაღწია, დაკარგულად კი 20 ადამიანი ითვლება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ქვეყნის მასშტაბით 110 000 მაშველია ჩართული.

ტაიფუნმა ქვეყნის 8 პრეფექტურა დააზარალა. 92 000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ევაკუაციის რეკომენდაცია 7 მილიონამდე მოქალაქეს მისცეს, თუმცა, რეალურად თავშესაფრებს 50 000 ადამიანმა შეაფარა თავი. სტიქიის გამო რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის სამი მატჩი გაუქმდა.

მეტეოროლოგების ინფორმაციით, ამ დროისთვის ტაიფუნი მნიშვნელოვნადაა შესუსტებული.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს