საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და გაეროს ქალთა ორგანიზაცია აგროტურიზმში საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ კონსულტაციებს გამართავენ

15 ოქტომბერს, სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და გაეროს ქალთა ორგანიზაცია აგროტურიზმში საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ კონსულტაციებს გამართავენ - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფერმერთა ასოციაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება თბილისში, სასტუმრო „მოქსში“ გაიმართება.

ღონისძებას, ორგანიზატორებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების — „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრებიან. შეხვედრაზე ასევე მოწვეულები არიან აგროტურიზმში ჩართული, სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალები. მონაწილეები აგროტურიზმის სფეროში არსებულ გამოწვევებზეც იმსჯელებენ.

აგროტურიზმი საქართველოში კანონმდებლობით არ რეგულირდება. ახალი საკანონმდებლობო ინიციატივა მიზნად ისახავს რეგიონებში ტურიზმის განვითარებას, ადგილობრივი წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზების წახალისებას, ქვეყნის აგროტურიზმის პოტენციალის პოპულარიზაციას, მცირე და საშუალო საოჯახო სასტუმროების განვითარებასა და ამ სფეროში დასაქმებული მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. ამას გარდა, საკანონმდებლო რეგულაციები სხვადასხვა უწყების კოორდინირებულ თანამშრომლობასაც შეუწყობს ხელს.

საქართველოში აგროტურიზმის სფეროში ძირითადად ქალები არიან დასაქმებულები. მათი ნაწილი ჩართულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტში „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“, რომელიც ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით ხორციელდება. საკანონმდებლო ინიციატივის საჭიროებაც სწორედ ამ პროექტის მონაწილე ქალებთან მუშაობის შედეგად გამოიკვეთა.

პროექტი „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა