ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2019

საქართველო ახალი საფრთხის ქვეშ - “რეგიონალურ ომში ჩაერთვება სირია, თურქეთი, შესაძლოა რუსეთი, აშშ და ირანიც”

რუსეთის გრანდიოზული წვრთნები შავ ზღვაში - რა საფრთხის შემცველია საქართველოსთვის

***

საქართველო ახალი საფრთხის ქვეშ - “რეგიონალურ ომში ჩაერთვება სირია, თურქეთი, შესაძლოა რუსეთი, აშშ და ირანიც”

“სირიის სამთავრობო არმიის დანაყოფი თურქეთის საზღვრიდან 30 კმ-ში ქალაქ ტელ ტამერში შევიდა, ტრამპის მიერ თურქეთის ჯართან შეტოვებულმა სირიელმა ქურთებმა გამოსავალი იპოვეს, ისინი ბაშარ ასადის მთავრობას, რომელიც აქამდე მათი დაუძნებელი მტერი იყო, ჩრდილოეთ რეგიონში სამთავრობო ძალების გაგზავნის შესახებ შეუთანხმდნენ, რათა მათ თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეჩერება შეძლონ და ქვეყნის სუვერენიტეტი და საზღვარი დაიცვან”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, საქართველო ახალი საფრთხის ქვეშ - “რეგიონალურ ომში ჩაერთვება სირია, თურქეთი, შესაძლოა რუსეთი, აშშ და ირანიც”

"ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ ქურთებს სხვა გზა არ დარჩათ, რადგან მათი და ბაშარ ასადის მთავრობის საერთო პრობლემა იყო ის, რომ სირიის ტერიტორიული მთლიანობა საფრთხის წინაშე დადგა. ქურთებსა და ბაშარ ასადს შორის იყო საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობები და უთანხმოებები, ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამერიკული კონტინგენტი გამოიყვანა ქურთების მამბიჯის ნაჰიის ტერიტორიებიდან და ქურთები შეატოვა თურქებს. ქურთებს ფაქტობრივად სხვა გზა აღარ დარჩათ, რომ ბაშარ ასადისთვის მიემართათ, როგორც ლეგიტიმურ და ოფიციალურ ხელისუფლებისადმი, იმიტომ, რომ ზოგადად მათი ტერიტორიული მთლიანობა ირღვევა და მოლაპარაკების მიზანი ეს იყო, რომ ამ კუთხით მომხდარიყო ერთობლივი ძალებით თურქების შეჩერება”, - აღნიშნავს გამოცემა.

"რამდენადაც ვიცი, ბაშარ ასადის შეიარაღებულ ძალებმა უკვე დაიწყეს გადაადგილება ამ მიმართულებით, ფაქტიურად თურქების მიერ განხორციელებული ოპერაცია იღებს საკმაოდ არაპროგნოზირებად შედეგებს. თურქები მაინც ბოლომდე წავლენ, ერდოღანს სხვა გამოსავალი არ რჩება, რა თქმა უნდა, სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა, როგორც ჩანს ერდოღანი არ მოელოდა პუტინისა და ბაშარ ასადის ამგვარ პოზიციებს, ასევე ამერიკამ და ევროკავშირის ქვეყნებმა გამოუცხადა ეკონომიკური სანქციები, ეს ყველაფერი რჩება ერდოღანისთვის მთავარ გამოწვევებად, ჩვენ მივიღებთ „არაბული გაზაფხულის" კონფლიქტის მესამე ტალღას, რომელიც რეგიონალური ომის ჩარჩოებში მოექცევა, არაა გამორიცხული, რომ რუსეთმაც კი მიიღოს მონაწილეობა ბაშარ ასადის მხარდასაჭერად და თურქების საწინააღმდეგოდ, თუმცა, ამაზე საუბარი ადრეა, მთავარია როგორ განვითარდება მოვლენები. ის, რომ ამან გამოიწვია რუსეთის, აშშ-სა და თურქეთის ურთიერთობის გაუარესება, ეს ფაქტია, ამაზე ევროკავშრმაც გამოხატა საკმაოდ მკაცრი დამოკიდებულება, მაგრამ ერდოღანი მაინც ჯიუტად ავითარებს ამ ქმედებას, ჯერჯერობით ამ ეტაპზე სტრატეგიული უპირატესობა თურქებს აქვთ, მაგრამ შემდგომში როგორ განვითარდება მოვლენები, როდესაც უკვე ასადის ძალები ჩაერთვებიან თურქების წინააღმდეგ, ამის შედეგებზე საუბარი ჯერ ადრეა”, - განაგრძობს გამოცემა.

"ამ კუთხით სირიის ისლამური სახელმწიფო დაეშიც გააქტიურდა,მათ იდეაში აქვთ, რომ ძალები გაუშვან და ამ კუთხით დაეშიც თურქების წინააღმდეგ აამოქმედონ,რაც სავსებით რეალური სცენარია, მგონია, რომ ამ ორომტრიალში სიტუაცია ისევ დაეშს გამოადგება, იმიტომ, რომ მისი გააქტიურება უკვე სახეზეა, როგორც ჩანს ისინი კვლავ შეტევებს განახორციელებენ, რომლებსაც სამხრეთ სირიაში საკმაოდ ძლიერი პოზიციები გააჩნიათ და ფაქტია, რომ მიძინებული ქსელები გააქტიურდნენ და მათი სამხედრო პოტენციალი კიდევ უფრო გაიზრდება, იმ ფონზე როდესაც მასიურად მოხდება დაეშის ტყვეების გათავისუფლება, რომლებიც რა თქმა უნდა შეუერთდებიან თავიანთ ტერორისტ თანამებრძოლებს, რომლებიც საბრძოლო ოპერაციებს განახორციელებენ, ესეც უკვე რეგიონში საკმაოდ რთულ ვითარებას შექმნის. არ გამოვრიცხავ რომ ერდოღანიც ფარულ ალიანსში შევიდეს იგივე დაეშის წარმომადგენლებთან, რაც ადრეც მომხდარა, გარკვეულწილად, ამის ფაქტებიცაა, დაეშს როგორც ერთი, ისე მეორე მხარე გამოიყენებს. ამ პროცესის ყველაზე ცუდი სცენარი უკვე სახეზეა, ეს იქნება რეგიონალური ომი აქ ჩაერთვება სირია, თურქეთი, შესაძლოა რუსეთი, აშშ და ირანიც ჩაერთოს, ამ ხუთეულის ჩართულობა უკვე სამაოდ სერიოზული საკითიხა, ეს იქნება მსოფლიო ცხელი წერტილი. თურქეთი ასეთ რისკებზე მიდის და რამდენად მოემზადა ამისთვის, ამას დრო გვიჩვენებს, მათ მცირე უპირატესობა აქვთ, მაგრამ ეს უპირატესობა ორ-სამ დღეში როგორ შეიცვლება, როდესაც თურქების წინააღმდეგ ბაშარ ასადის და ქურთების ძალები გაერთიანდებიან თურქების წინააღმდეგ, იქნება საკმაოდ რთული სიტუაცია ", - აცხადებს მაისაია”, - დასძენს გამოცემა.

"მისივე თქმით, თურქეთში მიმდინარე მოვლენები ნეგატიურად აისახება მის ეკონომიკაზე, რაც მისი თქმით, თითქმის პირდაპირ საქართველოს ეკონომიკზე დარტყმის ტოლფასია. ტრამპი ძალიან ბევრს იქადნება ხოლმე, მაგრამ რეალურად მისი გაკეთებული ძალიან ცოტა რამ ჩანს, შესაძლოა თურქეთის ეკონომიკურად დაემუქრა იმის გამო, რომ სიტყვებით ითამაშოს, იგი თურქეთის ეკონომიკის წინააღმდეგ რა ზომებს მიიღებს, ეს ცოტა გაურკვეველია. მაგრამ, ომი რომ დააზიანებს თურქეთის ეკონომიკას, ეს ფაქტია, რასაც პირდაპირი კავშირი ექნება ჩვენთან, იმიტომ, რომ თურქეთი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია - თუ არ ვცდები, ჩვენს ქვეყანაზე 4 მლრდ ვაჭრობის ბრუნვა მოდის, ამიტომ თურქეთში ეკონომიკური და ფინანსური სიტუაციის გაუარესება, კიდევ უფრო დაარტყამს ჩვენს ისედაც გაუსაფურებულ ლარს და ინფლაციამდე კი არა, შესაძლოა ჰიპერინფლაციამდეც კი მივიდეს საქმე და ჩვენი ვალუტა შესაძლოა 4 ლარზეც კი ავიდეს, რაც დაკავშირებულია სირიის ფაქტორებთან. თურქეთში, რომ ომი წარიმართოს, ეს ჩვენთან ძალიან ცუდად იმოქმედებს, შესაძლოა ჩვენს ტერიტორიაზე დაეშის ფორმირებებიც გააქტიურდნენ, არ გამოვრიცხავ, რომ ლტოლვილთა ნაკადი ერდოღანმა ჩვენთანაც გამოუშვას, სიტუაციის არევა ჩვენი ტერიტორიიდან სულ რაღაც 800 კმ-ში არაფერს კარგს, რომ არ მოუტანს საქართველოს ეს ფაქტია ", - განაცხადა მაისაიამ. შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ტელეკომპანია „ალ მაიადეენმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქურთებს და სირიის ცენტრალურ ხელისუფლებას შორის შეთანხმება იქნა მიღწეული და სირიის მთავრობა თურქეთის საზღვარზე ჯარებს განალაგებს. სირიის ჩრილოეთში ქურთული სამხედრო ჯგუფების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო" თურქეთმა 9 ოქტომბერს დაიწყო, ხოლო აშშ-მ კი სირიის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანა, რომლებიც სირიელი ქურთების მოკავშირეებად ითვლებოდნენ”, - წერს სტატიის ავტორი.

რუსეთის გრანდიოზული წვრთნები შავ ზღვაში - რა საფრთხის შემცველია საქართველოსთვის

"რუსეთი შავ ზღვაში სამხედრო საზღვაო წვრთნებს იწყებს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ როგორც სამხედრო მოსამსახურეები, ასევე სპეციალური სამხედრო ტექნიკა, წვრთნების დროს განხორციელდება ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გაშვებაც, რეალურად, შესაძლოა ამ წვრთნებმა საქართველო საფრთხის წინაშე უკვე მეორედ დააყენოს. საქმე ისაა, რომ 2008 წლის ივლისში აგვისტოს ომამდე რუსეთმა კავკასიაში მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩაატარა, სამხედრო წვრთნების მონაწილეებს დაურიგდათ ბროშურები, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების თაობაზე”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რუსეთის გრანდიოზული წვრთნები შავ ზღვაში - რა საფრთხის შემცველია საქართველოსთვის

"დაანონსებული წვრთნები საზღვაო პოლიგონებზე ბარენცის, ბალტიის, შავი, ოხოტის და კასპიის ზღვებში 15-17 ოქტომბერსაა დაგეგმილი,რაც ყველაზე მთავარია, სწავლების დროს განხორციელდება ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გაშვება, ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს პირადი შემადგენლობის 12 ათასი წევრი, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალების 213 გამშვები დანადგარი, 105 საფრენი აპარატი და ხუთი წყალქვეშა ნავი, ასევე 310 ერთეული საბრძოლო სპეციალური ტექნიკა, წვრთნები გაიმართება საზღვაო პოლიგონებზე ბარენცის, ბალტიის, შავი, ოხოტის და კასპიის ზღვებში" - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ერთის მხრივ საქართველოს ტერიტორიის სიახლოვეს გამართული რუსეთის სამხედრო წვრთნები საფრთხის შემცველია, თუმცა მისივე თქმით, მეორეს მხრივ მას შავ ზღვაში წვრთნების ჩატარების უფლება აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის ორი ნაწილი აქვს ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, აქედან გამომდინარე, ჩვენი და რუსეთის ურთიერთობა, ბუნებრივია, არაა დალაგებული, ნებისმიერი მორიგი რუსული სამხედრო სწავლება, რომელიც იმართება ან საქართველოს საზღვართან სანაპიროსთან, ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს რა თქმა უნდა, გარკვეულ საფრთხეს შიცავს”, - აღნიშნავს გამოცემა.

"მეორეს მხრივ, რუსეთი როგორც შავი ზღვის რეგიონის წევრი ქვეყანა, რა თქმა უნდა მას სრული უფლება აქვს ამ ტერიტორიაზე (შავ ზღვაში) სწავლება ჩაატაროს და ამას ვერავინ ვერ აუკრძალავს, ისევე როგორც დანარჩენ ხუთ ქვეყანას - თურქეთს, ბულგარეთს, რუმინეთს უკრაინას და საქართველოს. გამომდინარე იქიდან, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემოტევა და საქართველოში შემოჭრა მოხდა სწორედ მაშინდელი სწავლების „კავკასია 2008"-ის შემდგომ, რა თქმა უნდა ესეც ერთგვარი საფრთხის საფუძველია. თუმცა, ამ ეტაპზე მიმაჩნია, რომ რუსული სამხედრო ღია აგრესიის გაგრძელების საფრთხე ნაკლებად რეალურია,"-განაცხადა მან”, - განაგრძობს გამოცემა.

"ალადაშვილი თვლის, რომ საქართველო-რუსეთისა და საქართველო-უკრაინის კონფლიქტების დროს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს არ უმოქმედია, თუმცა, მისივე თქმით, ალიანსი ახლა იწყებს გააქტიურებას და ევროპაში უპრეცედენტო სამხედრო წვრთნების ჩატარებას. ყველამ ვიცით 2008 წელს, როდესაც საქართველოში რუსეთი შემოიჭრა, ნატოს როგორ ეძინა, როგორ ეძინა 2014 წელს, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, თუმცა, ახლა ნატო თავის მხრივ უკვე იწყებს სწავლებების ჩატარებას და როგორც ცნობილია, მომავალ წელს იგეგმება, ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სწავლება „Defender 2020", რომელიც ალიანსმა ცივი ომის დროს რომ ჩაატარა, დაახლოებით იმ მასშტაბების იქნება, როგორც წესი, ყველანაირი სამხედრო სწავლება გეგმიურად ტარდება, იმის თქმა, რომ ნატოს გამო რუსეთმა წვრთნები ჩაატარა, ძნელია, ნებისმიერ სწავლებას დრო უნდა, რომ დაიგეგმოს, დაიხვეწოს ამოქმედდეს ლოჯისტიკა და ა.შ, ეს ერთ და ორ დღეში არ ხდება, ამას თვეები სჭირდება, საერთო ჯამში, ყველა სწავლება გარკვეულწილად სავარაუდო მოწინააღმდეგის მიერ ჩატარებული სწავლების ანალიზიდან გამომდინარეა,"-აცხადებს ალადაშვილი”, - დასძენს გამოცემა.

"შეგახსენებთ, რომ 2020 წელს აშშ ევროპაში სამხედრო წვრთნების ჩატარებას გეგმავს, წვრთნებში 20 000 ამერიკელი და 8 000 ევროპელი სამხედრო ჩაერთვება. აღსანიშნავია, რომ ბოლო 25 წლის მანძილზე, ეს აშშ-ს ყველა მასშტაბური წვრთნაა, რომელსაც ევროპაში განახორციელებს. "Defender Europe 2020" მომავალი წლის აპრილიდან მაისამდე ჩატარდება, წვრთნა 10 ქვეყანაში გაიმართება, მათ შორის საქართველოში, გერმანიაში, პოლონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და ესტონეთში”, - წერს სტატიის ავტორი.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით