ზაზა პაპუაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ის საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს.

„არ ვადასტურებ, რომ მე უნდა დავტოვო პარლამენტი ან პარტია. ეს ჟურნალისტებისგან მესმის პირველად, სხვა ინფორმაცია არ გამაჩნია, არ გიდასტურებთ. რაც შეეხება 2020 წლის სიას, ჯერ არ არის საუბარი იმაზე ვინ იქნება და ვინ არა - სიაში. თუმცა გაკეთდება ისე, როგორც საჭიროა, ყოველგვარი ნერვებისა და ისტერიის გარეშე.

მე სურვილი მაქვს ბრძოლის და ვიცი რა გამოწვევებია ქვეყანაში შიგნით და რა გამოწვევებია გარედან. შემიძლია ერთგულად ვემსახურო ქვეყანას და არა საკუთარი თამაშით და რაღაც საკუთარი ახირებებით ვიხელმძღვანელო, მაშინ ნებისმიერ ბრძოლას ვიღებ, სადაც საჭირო იქნება. არ იქნება საჭირო?! უკეთესი გაჩნდება?! უკეთესი უნდა იყოს და ამაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ. ჩემთვის და თითოეული ჩვენთაგანისთვის ჯერ არის ქვეყანა და შემდეგ პირადი სურვილები და ახირებები. მე ბევრ ადგილას ვხედავ საჭიროებას, სადაც უნდა ვიყო, მაგრამ იმიტომ არსებობს გუნდი და კონსულტაციები, რომ ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებას, ერთმანეთს ვარწმუნებთ და არგუმენტებით ველაპარაკებით, სხვანაირად საუბარი არც მესმის და არც ვიღებთ სხვანაირ საუბრებში მონაწილეობას. ამ ეტაპზე არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა", -განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე