დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე მხარდამჭერებთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავს

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე მხარდამჭერებთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავს. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ივანიშვილის ბიზნესცენტრამდე მსვლელობით გადმოინაცვლეს.

მსვლელობას და აქციას მოძრაობის „შეცვალე" და პარტია „გამარჯვებული საქართველოს" წარმომადგენლებიც შეურთდნენ.

როგორც თორნიკე მამალაძემ „ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, აქციით საზოგადობას შეახსნებენ, რომ „ამ ქვეყანაში ყველა უბედურების თავი და თავი ბიძინა ივანიშვილია“.

„ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გასაპროტესტებლად ამოვედით, რადგან მან გასცა ბრძანება ჩემი ძმის დაპატიმრების შესახებ. ახლა კი უკვე საპატრიარქოსთან შეთანხმებით, არ ათავისუფლებს მამა გიორგის, რადგან საპატრიარქომ, თუკი ჩემს ძმას არ გაათავისუფლებდნენ, 2020 წლის არჩევნებისთვის სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, რაზეც, რა თქმა უნდა, დათანხმდა და უდანაშაულო ადამიანი ციხეში დატოვა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი ვერ შეასრულებენ ამ გეგმას, რადგანაც ის ადამიანები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილისგან არიან დაჩაგრულები, დღითიდღე ვერთიანდებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოთ დავამარცხოთ ეს ბოროტი სისტემა და საქართველოში სამართლიანობა აღდგეს",-განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

რაც შეეხება მსჯავრდებული დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობას, თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ მისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ ცვლილება არ არის და ის ისევ პარალიზებულია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა