პარლამენტში დღეს გრიგოლ ლილუაშვილს მოუსმენენ

დღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას განიხილავს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, გრიგოლ ლილუაშვილს გუნდის სრული მხარდაჭერა აქვს.

“გრიგოლ ლილუაშვილს სხვადასხვა უწყებებში მუშაობის ძალიან კარგი გამოცდილება აქვს. მას აქვს კარგი განათლება, შესაბამისად, მას სრულად დავუჭერ მხარს და მგონია, რომ მას ჩვენი გუნდის სრული მხარადჭერა ექნება, იმ პროფესიული უნარ-ჩვევებიდან, გამოცდილებიდან და განათლებიდან გამომდინარე, რომელიც მას აქვს”,-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს