ნიკა მელია - რა უნდა მელიას პარლამენტში, ეს დაახლოებით იგივეა - „რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში“

დეპუტატს არ აქვს ვალდებულება სახლიდან გამოსვლისას საქმის კურსში ჩააყენოს თადუმაძე, ივანიშვილის ადიუტანტი, რომ ის პარლამენტში მიდის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს პარლამენტის პლენარული სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

მისივე თქმით, მას არ გაუფრთხილებია დღეს პროკურატურა პარლამენტში მოსვლის თაობაზე და არც მომავალში აპირებს ამის გაკეთებას.

"რა უნდა მელიას პარლამენტში, ეს დაახლოებით იგივეა - რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში. დიახაც, აუცილებლად ვივლი მაშინ, როცა საჭიროდ ჩავთვლი და არა მხოლოდ პარლამენტში, ვივლი იქ, სადაც უნდა განვახორციელო ჩემი უფლებამოსილება: ქუჩაში, სხვადასხვა ქალაქში, რეგიონში და შევხვდები ამომრჩეველს. ამის უფლებას ვერავინ ჩამომართმევს,"- განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, სიტყვები "რა უნდა ამერიკელებს შავ ზღვაში" ლელოს დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა