მაია ცქიტიშვილი - ამერიკელების ადგილი არის შავ ზღვაში

ამერიკელების ადგილი არის არამარტო შავ ზღვაში, არამედ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი და აშშ-ს ურთიერთობა გასცდა სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებს. ასეთ პროექტში, რა თქმა უნდა, ამერიკელი ინვესტორები მისასალმებელნი არიან ამ პროექტში, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრი „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, ბიძინა ივანიშვილი ანაკლიის პროექტზე უარის თქმისკენ მოუწოდებდა და მიიჩნევდა, რომ შავ ზღვაში ამერიკელების ადგილი არ არის.

„რა თქმა უნდა ... და ძალიან საინტერესო კითხვაა. პირადად ჩემს მიმართ კონსორციუმის მხრიდან ბრალდებები გვესმის, თითქოს ამერიკელი ინვესტორის სასარგებლოდ გავაგდე ყაზახი ინვესტორი ოთახიდან, ამავდროულად, კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებლისგან ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ არ გვინდა ამერიკელები ვიხილოთ შავ ზღვაში, უბრალოდ არათავსებადია ერთმანეთთან. ერთ ლოგიკაზე და ერთ ხაზზე უნდა შეთანხმდნენ.

რა თქმა უნდა, ამერიკელების ადგილი არის არამარტო შავ ზღვაში, არამედ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი და აშშ-ს ურთიერთობა გასცდა სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებს. ეს არის გრძელვადიანი ისტორიული ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის და რა თქმა უნდა, ასეთ პროექტში, როგორიც არის პორტი, როგორიც არის ასეთი ტიპის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რა თქმა უნდა, ამერიკელი ინვესტორები მისასალმებელნი არიან ამ პროექტში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს