გია ვოლსკი - მამუკა ხაზარაძის განცხადებები ერთ რამეზე მიუთითებს - მან კარგად აითვისა ისტორიის გადაწერის „ნაცმოძრაობისეული“ მეთოდიკა

ანაკლიის პორტთან თუ სხვადასხვა საგარეო და საშინაო ფაქტორებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებული განცხადებები მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს - მან კარგად აითვისა ისტორიის გადაწერის (უფრო მცდელობის) „ნაცმოძრაობისეული მეთოდიკა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს.

ვოლსკის შეფასებით, გათვლა იმაზეც კეთდება, რომ ძველი ამბების მიმართ საზოგადოების ემოციური კავშირები შესუსტებულია და ხაზარაძის აზრით, “რასაც გინდა იმას შეასაღებ, თანაც "სკანდალური დეტალების" გამოაშკარავებით“.

„ასეთი ხასიათის მორიგი განცხადება მოვისმინეთ "პროგრეს ბანკთან" დაკავშირებით.

მოდით გავიხსენოთ ზოგიერთი დეტალი და სურათიც ნათელი გახდება. ყველას ახსოვს ყაჩაღური თავდასხმა ბანკ "ქართუზე" 2011 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა და საფრთხე შეუქმნა რეჟიმს. მაშინ ყველა სახელმწიფო ინსტიტუციის დახმარებით ბანკის გაკოტრების უკანონო პროცესი დაიწყო. იმავე მიზეზით და მეთოდით სრულდებოდა ბრძანება კახა კალაძის "პროგრეს ბანკის" დატერორების შესახებ. აშკარად, ყველას თვალწინ დაიწყეს მენეჯმენტის, დეპოზიტარებისა და კრედიტორების დაშინება! დაიწყო ბანკის გაკოტრების პროცესი. ბიძინა ივანიშვილმა მაშინ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, დახმარებოდა "პროგრეს ბანკს", რათა ერთი მხრივ, საზოგადოებისათვის ეჩვენებინა, რომ ბოროტებასთან ბრძოლა შესაძლებელია და ამასთანავე, გადაერჩინა დეპოზიტარები, რომლებიც უფულოდ რჩებოდნენ ბანკის გაკოტრების შემთხვევაში. თუნდაც პოლიტიკური ქველმოქმედება დავარქვათ ამ აქტს, ვინმეს უნდა გაუკვირდეს მისგან ქველმოქმედება? საზოგადოებაში არასოდეს კითხვაც არ დასმულა ამ ნაბიჯის აუცილებლობასთან დაკავშირებით. თვითონაც კარგად იცის ხაზარაძემ, რომ არასოდეს, არც მაშინ და არც ამის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს ბანკის მმართველობაში მონაწილეობა არ მიღია, არც პირდაპირ, არც წარმომადგენლის მეშვეობით. არ ჰყოლია წარმომადგენელი არც დირექტორთა, არც სამეთვალყურეო საბჭოში; ეს იყო იმ დროსათვის საგანგებოდ აუცილებელი ერთჯერადი აქტი. ისიც შესანიშნავად იცის, რომ ბოლოს, როდესაც "პროგრეს ბანკი" გაიყიდა, ბიძინა ივანიშვილს ერთი თეთრიც არ მიუღია“, - აცხადებს გია ვოლსკი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა