გრიგოლ ლილუაშვილი - ბიძინა ივანიშვილთან, როგორც პიროვნებასთან, არაჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობები მაქვს

ბიძინა ივანიშვილთან, როგორც პიროვნებასთან, არაჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობები მაქვს, - ამის შესახებ მთავრობის მიერ სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილმა გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა განმარტა, მიუხედავად ადამიანური ურთიერთობებისა, ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის ლიდერი და ამჟამად მას საერთოდ არ ხვდება.

„ჩვენ არ ვართ მთავრობის წევრი სტრუქტურა. ანგარიშვალდებულება გვაქვს პარლამენტთან და პრემიერთან თანაბარი დოზით. შესაბამისად, პოლიტიკურ თათბირებს, მათ შორის მთავრობის სხდომებს ჩვენ არ ვესწრებით“,- განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, ამჟამად ის ბიძინა ივანიშვილს არ ხვდება, თუმცა, თუ დაურეკავს და წვეულებაზე დაპატიჟებს, მასთან შეხვედრა ადამიანურ ურთიერთობებს არ გასცდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა