ანონსი  17 ოქტომბერი

17 ოქტომბერს, 09:30 საათზე, თემატური მოკვლევის ჯგუფის - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის ჯანდაცვის სერვისების მისაწვდომობის საკითხებზე“ - სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სათათბირო ოთახი N314 (C კორპუსი, III სართული)

17 ოქტომბერს, 10:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: პავლე ინგოროყვას 7

17 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო "ციტრუსში" ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშია" პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

შეხვედრის მიზანია შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლის გასწვრივ, კერძოდ, წაღვლი-ჩორჩანის მონაკვეთზე სამოქალაქო პატრულირების დროს მოპოვებული ფოტო და ვიდეომასალის გაცნობა და არსებული საგანგაშო მდგომარეობის შესახებ მასშტაბურად ინფორმირება.

მის: 9 აპრილის ქ.#3

17 ოქტომბერს, 11:00 საათზე, "სამოქალაქო მოძრაობის" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი თბილისში შექმნილ სატრანსპორტო პრობლემებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

მის: მეგრელიძის 16

საკონტაქტო პირი: ეკა მელიქიძე 599854722

17 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ნატოს სამეკავშირეო ოფისში, პედაგოგებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი ორდღიანი სემინარი „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ დაიწყება.

სემინარს საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარ წულეისკირი და საქართველოში პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი გახსნიან.

მის: წინამძღვრიშვილის ქ. N164

საკონტაქტო: სოფო ქემაშვილი 595 70 72 22

17 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციას, ასევე საქსტატსა და საქართველოს პურის მრეწველთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდება.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელს მოაწერენ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე და ასოციაციაციების თავმჯდომარეები

მის.: სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ცოტნე დადიანის 30

საკონტაქტო: კობა ალხაზიშვილი 599 88 38 11

17 ოქტომბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

17 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

პლენარული სხდომის შესვენების დროს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N616 (C კორპუსი, VI სართული)

17 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიცია "ევროპა დონა საქართველო" სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს.

საკონტაქტო პირი: ანა მაზანიშვილი 551511177

17 ოქტომბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 15 წლის მოზარდის დაჭრაში ბრალდებული მამაკაცის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

17 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიერ სახელმწიფო უწყებებში არსებული სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტებთან და პრაქტიკებთან დაკავშირებულ საკითხებზე შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფი ზეპირ მოსმენას გამართავს

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

17 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ფონდ ღია-საზოგადოება საქართველოს ოფისში, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილის 60%-ის დაბრუნების მოთხოვნასთან დაკავშირებით, დავით დვალი, ჯარჯი აქიმიძე და მათი ინტერესების დამცველი კახა კოჟორიძე პრესკონფერენციას გამართავენ.

17 ოქტომბერს, 13:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის ბრიფინგი გაიმართება.

B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

17 ოქტომბერს, 14:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, მამუკა ჭელიძის ბრიფინგი გაიმართება.

17 ოქტომბერს, 14.00 საათზე, „საპარტნიორო ფონდი“, „სტარტაპ საქართველო“ და „USAID-Zrda“ ერთობლივი პროექტის „ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“ გაცნობის მიზნით რეგიონებში შეხვედრებს იწყებს. ინოვაციური ბიზნესის დაფინანსების მოდელის პრეზენტაცია საჩხერის რაიონის, პერევში შედგება.

მის: საჩხერის რაიონი, სოფელი პერევი.

საკონტაქტო: ნათია წულაძე 577 46 17 67

17 ოქტომბერს, 14:30 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სათათბირო ოთახი N314 (C კორპუსი, III სართული)

17 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილის 60%-ის დაბრუნების მოთხოვნასთან დაკავშირებით, დავით დვალი, ჯარჯი აქიმიძე და მათი ინტერესების დამცველი კახა კოჟორიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ.

17 ოქტომბერს, 15.00 საათზე, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი გამართავს პრესკონფერენციას.

თემა: ოპერაცია „მშვიდობის წყარო“, რომელიც დაიწყო 2019 წლის 9 ოქტომბერს, სირიაში არსებული სხვადასხვა ტერორისტული საფრთხის გასანეიტრალებლად, ვინაიდან იგი უშუალოდ ემუქრება თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებას.

მის: ჭავჭავაძის გამზ. #35

17 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, მუნ ჰი-სანგს შეხვდება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

17 ოქტომბერს, 15:30 საათზე, ღვინის ქარხანა #1-ში ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით მიღება გაიმართება, რომელზეც მოწვეულები არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები, მასმედიისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები. ღონისძიების მიზანია სტუმრებისთვის ღვინის ქარხანა #1-ის, როგორც თბილისის ერთ-ერთი უნიკალური კულტურული ძეგლის ისტორიის გაცნობა და სამომავლო პროექტების წარდგენა. საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ საბჭოს გენერალური დირექტორი, ზვიად ჭუმბურიძე და ქარხანა #1-ს მარკეტინგისა და კომუნიკაციების დირექტორი, ალექსანდრე კაკულია.

მის: პეტრიაშვილის #1 .

17 ოქტომბერს, 15:45 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე და კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე, მუნ ჰი-სანგი პრესისთვის ერთობლივი განცხადებას გააკეთებენ.

B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

17 ოქტომბერს, 17:00 საათზე, წყალტუბოში „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა და თანათავმჯდომარე გოგი წულაია მხარდამჭერებთან შეხვედრას გამართავენ.

მის: გურამიშვილის 2, სანატორიუმ „აიასთან“

საკონტაქტო: 599 23 70 07 გოგი წულაია

17 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელის ლევან იმერლიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

17 ოქტომბერს 18:00 საათზე, ინგლისური წიგნების მაღაზია „პროსპეროს წიგნებში“ მაღაზიის გახსნის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.

მის: რუსთაველის გამზირი #34

საკონტაქტო: 598 373 044

17 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ფაბრიკას საკონფერენციო დარბაზში, Impact Hub Tbilisi-ის ორგანიზებით, საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award-ის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. სამი გამარჯვებული გუნდი საქართველოს ბანკისგან ფულად ჯილდოს მიიღებს, ასევე, გაემგზავრება უკრაინაში, Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე, რომელიც 2019 წლის დეკემბერში გაიმართება.

მის: ფაბრიკა, ნინოშვილის ქ.#8

საკონტაქტო: ქეთი ებანოიძე - 577 42 56 11

17 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით თსუ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა პირველსემესტრელ დოქტორანტებთან.

მის: ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, მერაბ ალექსიძის ქუჩა 1/3.

17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, „ბიბლუსი გალერეაში“ თითა ბალანჩივაძის წიგნის „შვებულებაში გასული ანგელოზი“ წარდგენა გაიმართება.

მის: კანდელაკის #7

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო