სალომე სამადაშვილი - დავით ზალკალიანთან მთავარი შეკითხვა იქნება მისი სერგეი ლავროვთან შეხვედრა

პარლამენტის თავმჯდომარესთან გვაქვს შეთანხმება, მიუხედავად იმისა, რომ პლენარული სხდომის ფორმატში მიმდინარეობს მინისტრთან განხილვა, ჩვენ გვექნება საკომიტეტო პროცედურით მუშაობის შესაძლებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მხრიდან კითხვების დასმის და დაზუსტების შესაძლებლობა არ იქნება შეზღუდული, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის პარლამენტში, მინისტრის „საათის ფორმატში“ საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის მოსმენას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მთავარი შეკითხვა ზალკალიანთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვთან გამართული შეხვედრის მიზნებსა და შედეგებს უკავშირდება.

„ვნახოთ, დაიცავენ თუ არა ამ პირობას, რადგან შეკითხვები დავით ზალკალიანთან ძალიან ბევრი გვაქვს. მთავარი შეკითხვა იქნება მისი შეხვედრა სერგეი ლავროვთან. მაინტერესებს, იყო თუ არა ამ შეხვედრის მოთხოვნა ბიძინა ივანიშვილის მითითება. რუსულმა მხარემ დაადასტურა, რომ შეხვედრა ქართული მხარის მოთხოვნით გაიმართა. გვაინტერესებს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ რატომ მისცა შესაძლებლობა რუსულ მხარეს გამოეყენებინა საკუთარი ინტერესებისთვის, რადგან არანაირი შედეგი რეალურად საქართველომ ამ შეხვედრიდან არ მიიღო. რუსეთის მხარემ ღიად განაცხადა, რომ ოკუპაციას ქართული მხარე უნდა შეეგუოს და ამაზე სასაუბრო მას ჩვენთან არაფერი აქვს. შესაბამისად, ძალიან ბევრი დეტალი უნდა დავადგინოთ ამ შეხვედრის რეალურ შინაარსზე, შედეგზე და მიზანზე.

გარდა ამისა, მაინტერესებს ზალკალიანის ხედვები ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლაზე. რა გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურ მომავალზე პროექტის ჩაშლა, რა გავლენას იქონიებს ეს აშშ-სთან ურთერთობებზე. ასევე მაქვს მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით შეკითხვები, რომელიც უკავშირდება საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს, მათ შორის აშშ-ს ანგარიშს, რომელიც ჯერ კიდევ წლის დასაწყისში აფრთხილებდა ჩვენს სახელმწიფოს ფულის გათეთრების გაზრდილი საფრთხის შესახებ ქვეყანაში და ამასთან დაკავშირებით, რატომ არ მოხდა არანაირი რეაგირება”,-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„მინისტრის საათის” ფორმატში დღეს პარლამენტი საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს მოუსმენს. „მინისტრის საათი“ ახალი რეგლამენტით განსაზღვრული ფორმატია, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს, რის შემდეგაც დებატები იმართება.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს