„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები წყალტუბოში მხარდამჭერებს შეხვდნენ

პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა და თანათავმჯდომარე გოგი წულაია, წყალტუბოში მხარდამჭერებს შეხვდნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს.

როგორც კახა კუკავამ განაცხადა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „თავისუფალი საქართველო“ იქნება „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ეროვნულ-კონსერვატიული ალტერნატივა.

პარტია „თავისუფალი საქართველო“, საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებული შედეგებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, გეგმავს, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ყველა საარჩევნო ოლქში დააფუძნოს, ან განაახლოს ადგილობრივი ორგანიზაცია.

პარტიის თავმჯდომარემ მოსახლეობასთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება „თავისუფალი საქართველოს“ იაფი მედიკამენტების პროგრამაზე გაამახვილა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ძვირადღირებული პრეპარატები თურქეთის და სხვა მეზობელი ქვეყნების აფთიაქების ფასებში შეიძინონ. პარტიის ლიდერის განცხადებით, ამჟამად სრულდება მოსამზადებელი სამუშაოები და უახლოეს მომავალში პროგრამით სარგებლობას საქართველოს ყველა მოქალაქე მთელი ქვეყნის მასშტაბით მოახერხებს.

„თავისუფალი საქართველოს“ შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაგრძელდება.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს