ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, ქართული სადაზვერვო ჯგუფი  ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, ქართული სადაზვერვო ჯგუფი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდა. ინფორმაციას ცხინვალის სააგენტო „რეს“-ი КГБ-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეს, დილის 04:00 საათზე, КГБ-ს სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა ქართველ ძალოვანთა სადაზვერვო 4-5 კაციანი ჯგუფის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შესვლის მცდელობის ფაქტი დააფიქსირეს. აღნიშნული ჯგუფი დასახლებულ პუნქტ ჩორჩანას მაღლობიდან გამოემართა და აპირებდა ფარულად მიახლოებოდა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარს დასახლებულ პუნქტ წნელისთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

КГБ-ს მტკიცებით, ქართული ჯგუფი სასიგნალო ბარიერთან მოხვდნენ, რომელმაც მათი ადგილმდებარეობა დააფიქსირა და „აიძულა საქართველოს მიმართულებით დაბრუნებულიყო“.

დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, დღესვე ქართული მხრიდან დაფიქსირდა სოფელ წნელისთან „სახელმწიფო საზღვრის“ მონაკვეთის დაზვერვის მცდელობა კვადროკოპტერის მეშვეობით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა