ადვოკატი - გამოკითხვისას გიორგი გაბუნიასთან კითხვები ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოვალეობას ასრულებდა, აგრეთვე ანაზღაურებას იღებდა თუ არა გაწეულ შრომაში

„გიორგი გაბუნიასთან კითხვები ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოვალეობას ასრულებდა, აგრეთვე ანაზღაურებას იღებდა თუ არა გაწეულ შრომაში”, - ამის შესახებ გიორგი გაბუნიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პროკურატურას კითხვები ჰქონდა პრემიებთან დაკავშირებითაც.

“გიორგი გაბუნია დაიკითხა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე. ზოგადი ხასიათის კითხვებით იყო გამოძიება შემოფარგლული, განსაკუთრებული არაფერი. გაბუნიამ პასუხები გასცა”,- განაცხდა საძაგლიშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, დაიბარებენ თუ არა გაბუნიას განმეორებით გამოკითხვაზე, ადვოკატმა განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

“მე ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ, მათ შორის, ვერც დღეს დაბარების, თუმცა მომავალში ვინ იქნება გამოკითხული ან გაბუნია განმეორებით იქნება თუ არა გამოკითხული, ჩემთვის უცნობია”,- განაცხადა საძაგლიშვილმა.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი გაბუნია გამოკითხვაზე ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იყო დაბარებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა