სოფელ ატოცთან, გამყოფი ხაზის მეორე მხრიდან,  საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ქართველ პოლიციელებსა და მედიის წარმომადგენლებს ფოტოებს უღებენ და დურბინდებით აკვირდებიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს შაქშაქეთის საგუშაგოდან სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზის მიმართულებით გადაადგილების საშუალება მისცეს.

ამ წუთებში გამყოფ ხაზთან პოლიციელები, მედიის და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლები იმყოფებიან.

გამყოფი ხაზის პერიმეტრზე უკანონო ბორდერიზაციის სამუშაოები არ მიმდინარეობს. იმ ბოძებზე, რომლებიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რამდენიმე თვის წინ დაამონტაჟეს, ლითონის ბადეები უკვე დამაგრებულია.

რამდენიმე წუთის წინ ე.წ. სასაზღვრო ნაგებობების მეორე მხრიდან შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ, რომლებიც ქართველ პოლიციელებს და მედიის წარმომადგენლებს ფოტოებს უღებენ და დურბინდებით აკვირდებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა