ნათია თურნავა - „რუსთავის აზოტში“ ახალი ტექნოლოგიების დანერგვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ენერგეტიკული რეფორმა სწორი მიმართულებით ვითარდება

მიხარია, რომ დღეს მომეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო უმსხვილესი ინდუსტრიული ფლაგმანის „რუსთავის აზოტის“ ახალი კონდენსაციური ელექტროსადგურის გახსნაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ რუსთავში, „რუსთავის აზოტის“ ახალი კონდენსაციური ელექტროსადგურის გახსნის ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „რუსთავის აზოტის“ მიერ ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და კონდენსაციური ელექტროსადგურის გახსნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ენერგეტიკული რეფორმა სწორი მიმართულებით ვითარდება.

„ჩვენ წელს გავხსენით ელექტროენერგიის ბაზარი და ისეთი მსხვლი მწარმოებლები, როგორიც არის „რუსთავის აზოტი“, გამოვიდნენ კონკურენტულ ბაზარზე, დაიწყეს ზურნვა ენერგოეფექტურობასა და ენერგოუსაფრთხოებაზე. ის ორთქლის რესურსი, რომელიც აქამდე ფუჭად იფრქვეოდა ატმოსფეროში, ახლა იმუშავებს საწარმოს სასარგებლოდ. ამის ხარჯზე საწარმო 20%-ით შეამცირებს ელექტროენერგიის მოხმარებას, დაზოგილი ფულადი რესურსით კი იმ 2 ათასი ადამიანის ხელფასებს გაზრდის, ვინც აქ არის დასაქმებული“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავის „აზოტის“ ტერიტორიაზე ​კონდენსაციური ელექტროსადგური (კეს) გაიხსნა, რომელიც კომპანია „სიმენსის“ ორთქლის ტურბინის გენერატორის უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი.

ექტროენერგიას იმ ორთქლის მეშვეობით გამოიმუშავებს, რომელიც აზოტმჟავას საამქროს მიერ ტექნოლოგიურ პროცესში ადგილზე გამოიყოფა და აქამდე არ გამოიყენებოდა. ელექტროსადგური საწარმოს წარმოებისთვის საჭირო მთლიანი ელექტროენერგიის 20 პროცენტს უზრუნველყოფს.

კონდენსაციური ელექტროსადგურის პროექტისთვის „რუსთავის აზოტმა“ 5,5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს