თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას ჩეხეთის ელჩი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ესტუმრნენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა, ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რადეკ პოლიცარი და ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები ეწვივნენ.

შეხვედრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას პედიატრიის აკადემიური კლინიკის ტერიტორიაზე მაღალი სტანდარტების ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის ცენტრის ამოქმედებას შეეხო.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ისაუბრა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის დადებულ მემორანდუმზე. როგორც რექტორმა აღნიშნა, ხელშეკრულება მიზნად ისახავს პალიატიური მოვლის საჭიროების მქონე ბავშვებისათვის მაღალხარისხიანი სამედიცინო სერვისის უზრუნველყოფას.

"თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიულ აკადემიურ კლინიკაში 5-სართულიანი შენობა აშენდება, რომელიც დაუკავშირდება ძირითად შენობას. ვფიქრობთ, ეს არის საუკეთესო მაგალითი ქველმოქმედებისა და ჩეხური და ქართული მხარის ურთიერთანამშრომლობის. ახალი 5-სართულიანი შენობის მშენებლობას დააფინანსებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და მისი პროექტი უკვე გამზადებულია და დაფინანსებულია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ", - განაცხადა ზურაბ ვადაჭკორიამ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის გენერალური დირექტორის ლია ძიძიგურის თქმით, აღნიშნულ განყოფილებაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი იმუშავებს.

"დღეისათვის ეს ბავშვები განაწილებული არიან სხვადასხვა კლინიკაში და ალბათ შემდეგ უკვე თავს მოიყრიან ჩვენი პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში.

პალიატიური სერვისის განვითარება მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს ბავშვები არიან აპარატდამოკიდებულნი, ჟანგბადდამოკიდებულები. აქვთ ისეთი დაავადებები, რომლებიც არ იკურნება. ქრონიკულ მდგომარეობაში გადადიან და მშობლებს უჭირთ მათი ბინაზე მკურნალობა.

რა თქმა უნდა, ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დედასთან ყოფნა და ოჯახური გარემო, მაგრამ ყველას არ აქვს ამისი საშუალება. ამიტომ უმჯობესია ასეთი კონტიგენტი იყოს კლინიკაში სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ", - განაცხადა ლია ძიძიგურმა.

პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამაც. როგორც მან აღნიშნა, თანამშრომლობას ამ მხრივ მომავალშიც აპირებენ.

აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის 2017 წლის 11 ნოემბერს გაფორმდა მემორანდუმი პროექტის - "ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარება საქართველოში", - განხორციელებასთან დაკავშირებით.

მემორანდუმის საფუძველზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას პედიატრიის აკადემიური კლინიკის ტერიტორიაზე მაღალი სტანდარტების ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის ცენტრის ამოქმედებაა დაგეგმილი. შენობის მშენებლობას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დააფინანსებს, ხოლო ჩეხეთის მხარე, პროექტის ფარგლებში განახორციელებს ცენტრის მაღალი სტანდარტების სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით აღჭურვას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო