თსუ-ში კლაუს შვაგერის პირადი ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა 3500-მდე წიგნითა და ალბომით გერმანულ, ინგლისურ, იტალიურ და ფრანგულ ენებზე შეივსო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, თსუ ემერიტუსი პროფესორის კლაუს ჰიპისა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ყოფილი ელჩის ლადო ჭანტურიას ხელშეწყობით, თსუ ბიბლიოთეკას გერმანელი არქიტექტორის, ხელოვნებათმცოდნის, ტუბინგენის (გერმანია) უნივერსიტეტის პროფესორის კლაუს შვაგერის პირადი ბიბლიოთეკა გადმოეცა. კოლექციაში ძირითადად ხელოვნებათმცოდნეობის (ხელოვნების ისტორია, მხატვრული კრიტიკა, ლიტერატურათმცოდნეობა, მუსიკათმცოდნეობა, კინომცოდნეობა, თეატრმცოდნეობა) მიმართულების ლიტერატურაა თავმოყრილი.

„ძალიან საინტერესო ბიბლიოთეკაა, უნიკალური და რთულად შესადგენი. ბიბლიოთეკა, სადაც უამრავი ალბომი, უამრავი ძველი წიგნი, ახალი გამოცემა არის შესული. ბიბლიოთეკა მართლაც მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდა სერიოზული კვლევა ჩაატაროს ბევრი მიმართულებით, მათ შორის, ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით,“- აღნიშნა თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

ცნობილი გერმანელი მეცნიერის კლაუს შვაგერის პირადი ბიბლიოთეკა მისი გარდაცვალების შემდეგ, მისი ოჯახის გადაწყვეტილებით, 2017 წელს თსუ-ს ბიბლიოთეკას გადმოეცა.

„ძალიან დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. იმედი მაქვს, კლაუს შვაგერის ბიბლიოთეკას ხშირად გამოიყენებენ სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები,“- განაცხადა თსუ-ს საპატიო დოქტორმა, კლაუს შვაგერის მეგობარმა, პროფესორმა კლაუს ჰოპტმა.

თსუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის თქმით, ცნობილი გერმანელი მეცნიერის კლაუს შვაგერის პირადი ბიბლიოთეკა, რომელიც 3500-მდე საბიბლიოთეკო ერთეულს ითვლის, უძვირფასესი საჩუქარია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნადი ფონდისათვის.

„შინაარსობრივად ეს ლიტერატურა არის სახელოვნებათმცოდნეო. აქ წარმოდგენილია ლიტერატურა, რომელიც ეძღვნება იტალიურ რენესანსს, გერმანულ მაროკოს და ა.შ. ამ მიმართულებით ვისაც აინტერესებს კვლევა, ეს არის უძვირფასესი კოლექცია“, - განაცხადა ზურაბ გაიპარაშვილმა.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის დახმარებით ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობაში კეთილმოეწყო სივრცე, სადაც განთავსდა კლაუს შვაგერის პირადი კოლექცია. თსუ ცენტრალური ბიბლიოთეკას ერთ-ერთი უმდიდრესი წიგნადი ფონდი აქვს, იგი 4 მილიონამდე წიგნს მოიცავს.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის