SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი - „სოკარ ჯორჯიას“ შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი

„საქართველოში „სოკარ ჯორჯია“ წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით მაირ მამედოვით, მათ შესანიშნავი პარტნიორობა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელისუფლებლო სტრუქტურებთან“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა, იაშარ ლატიფოვმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

თემატურ პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ“, SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სოკარ ჯორჯიამ საქართველოში აბონენტების რიცხვი 750 000-მდე გაზარდა. „სოკარ ჯორჯიამ“ მომხმარებლების რაოდენობა 48%-დან 76%-მდე გაზარდა, რაც რიცხვებში 750 000 აბონენტამდეა. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი, საუკეთესო მიმწოდებელი ორგანიზაცია“, - განაცხადა იაშარ ლატიფოვმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა სოკარის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე მსხვილ პროექტებზე ისაუბრა. ხაზი გაესვა პროფესიული კადრების მომზადების და გარემოს დაცვით პროგრამებს.

„უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ხდებოდა თანხების მიმართვა საერთაშორისო ცოდნის გაღრმავებაზე, პროფესიულ განათლებაზე ბაქოს უმაღლესი ნავთობის სკოლის განვითარებაზე, ეს ქმნიდა ფუნდამენტურ საფუძველს ადამიანური კაპიტალის გასავითარებლად. რაც შეეხება გარემოს დაცვით საკითხს, უპრეცედენტო, მრავალმილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდა მიწისქვეშა რესურსების მოპოვების თვალსაზრისით. 7 ქვეყანა არის ჩართული გაზის მიწოდებაში აღმოსავლეთ ქვეყნების ბაზრებზე, ვიცით, რომ ევროპამ დაისახა ამოცანა 40%-მდე შეამციროს კარბომონოქსიდის წარმოება და გამონაბოლქვი. ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ამას“,- განაცხადა ლატიფოვმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ