ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 25 აგვისტოს დაკავებული ლაშა ხეთერელი გაათავისუფლა
.webp)
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 25 აგვისტოს დაკავებული საქართველოს მოქალაქე ლაშა ხეთერელი გაათავისუფლა. ინფორმაცია ლაშა ხეთერელის გათავისუფლების შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში დაუდასტურეს.
ლაშა ხეთერელი, 25 აგვისტოს იყო დაკავებული ე წ საზღვრის კვეთის ბრალდებით და 2-თვიანი უკანონო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

























