ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ევროკავშირის სამი ორგანიზაციის მმართველთა საბჭოს წევრად და საქართველოს წარმომადგენლად აირჩიეს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია, ევროკომისიის შესაბამისი სტრუქტურებმა სამი ორგანიზაციის - ევროპული კვლევების ინოვაციების სივრცის კომიტეტის (ERAC- The European Research Area Committee), კვლევითი ინფრასტრუქტურის ევროპის სტრატეგიული ფორუმის(ESFRI – European Straregy Forum on Research Infrastructures) და ევროკავშირის EOSC (European Open Science Cloud)-ის მმართველთა საბჭოს წევრად და საქართველოს წარმომადგენლად აირჩიეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან აცნობეს.

ევროპული კვლევების ინოვაციების სივრცის კომიტეტიERAC (The European Research Area Committee) -წარმოადგენს მთავარ საკონსულტაციო ორგანოს ევროკავშირის სამეცნიერო პოლიტიკის, კვლევებისა და ინოვაციების პოლიტიკის შემუშავებისა და მხარდაჭერის მიმართულებით.

კვლევითი ინფრასტრუქტურის ევროპის სტრატეგიული ფორუმი ESFRI (European Straregy Forum on Research Infrastructures) - წარმოადგენს ევროკავშირის სტრატეგიულ ორგანოს, რომლის მიზანია ევროკავშირის და ასოცირებული ქვეყნების, სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარება-მხარდაჭერა.

ევროკომისიის EOSC (European Open Science Cloud)-პროგრამაა, რომლის ამოცანაა ძვირადღირებული საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების ჩანაცვლება ხელმისაწვდომი და უფასო სამეცნიერო ბაზებით წევრი ქვეყნებისთვის.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში