ნათია თურნავა - სტრუქტურული რეფორმები მოგვცემს საშუალებას, ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციაში უფრო მეტად ჩავრთოთ კერძო ბიზნესი

სტრუქტურული რეფორმები მოგვცემს საშუალებას, ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციაში უფრო მეტად ჩავრთოთ კერძო ბიზნესი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მიმდინარეობისას განაცხადა.

მან პანელზე „ინვესტიციები წარმატებისთვის“, საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, თუ რისთვის იქნება ხელშემწყობი აღნიშნული რეფორმები.

„მინდა, ხაზი გავუსვა რეფორმების რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას. პირველ რიგში ესაა განათლების რეფორმა, რაც ხანგრძლივი ეკონომიკური ზრდის საფუძველია. ჩვენ გვაქვს ამბიცია, ცოდნისა და ინოვაციების ეკონომიკის თვალსაზრისით წინ ვიაროთ და ასევე, გვაქვს ვალდებულება, განათლებისა და მეცნიერების სფეროში მოხდეს საჯარო დაბანდებები. 2022 წელს ჩვენი განათლების ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს მიაღწევს, რაც აბსოლუტურად შესაძლებელია. ასევე, მინდა აღვნიშნო მიმდინარე და მომავალი რეფორმები, იმ გამოწვევების მოცვის თვალსაზრისით, რაც შრომის ბაზარზე არსებობს. შრომით ბაზარზე გვაქვს სტრუქტურული პრობლემები და გვჭირდება, ვიმუშავოთ პროფესიული განათლების მიმართულებით, რათა ეკონომიკის სწრაფად მზარდ სექტორებში დავძლიოთ ბარიერები. ამას გარდა, უნდა აღვნიშნო სტრუქტურული რეფორმები, როგორიცაა საპენსიო რეფორმა, კაპიტალური ბაზრის განვითარება, სრულმასშტაბიანი საჯარო და კერძო პარტნიორობის სქემები. ეს მიმართულებები მოგვცემს საშუალებას, ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციაში უფრო მეტად ჩავრთოთ კერძო ბიზნესი, ეს არის საჯარო და კერძო პარტნიორების რისკის გაზიარების მექანიზმი, რათა გავზარდოთ დანაზოგები, პროდუქტიულობა, რაც შემდგომი ეკონომიკური ზრდისთვის ძირითადი მიმართულებაა“, - განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რეფორმებთან ერთად, სახელმწიფო ყურადღებას აქცევს მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას.

„ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს მსოფლიო ბანკის რეიტინგში ბიზნესის წარმოების სიმარტივით, თუმცა ეს მიღწევა ყოველთვის უნდა გამყარდეს. საბოლოოდ მინდა ვთქვა, რომ ამ რეფორმებთან ერთად საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას, კონკურენტობის გაზრდას. გვსურს, მხარი დავუჭიროთ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, უფრო გლობალურები, უფრო ინოვაციურები, უფრო კონკურენტულები გახდნენ, რათა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა შეიქმნას და ეს საწარმოები აკმაყოფილებდნენ ხარისხის ევროპულ სტანდარტებს. ჩვენ ვაშენებთ ღია ეკონომიკის ბაზარს, სადაც კერძო სექტორი დომინიბრებს“, - აღნიშნა თურნავამ.

თეა გოგოტიშვილი - სიფრთხილის და გონივრულობის გარდა გადარჩენის გზა არ გვაქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2020
ვის ჩაუტარდება კლინიკა „ნიუმედში“ Covid 19-ის სწრაფი ტესტირება, მათ შორის ანტიგენზე დაფუძნებული ტესტით და D-დიმერის კვლევა უფასოდ? - ინტერვიუ კლინიკის დირექტორ ნათია ბულაცაშვილთან
კატარის ავიახაზები 15 დეკემბრიდან მე-5 ახალ მიმართულებას ამატებს სან ფრანცისკოს მიმართულებით და კიდევ უფრო აფართოებს ამერიკის შეერთებული შტატების ქსელს
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კომპანია “GM Pharma”-ში
ლივომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივებისთვის სერვისების 80% გააციფრულა