დავით საგანელიძე - წრფელი გულით ვამბობ, ძალიან ვწუხვარ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი გაჭიანურდა - ეს პროექტი აუცილებელია ქვეყნისთვის

წრფელი გულით ვამბობ, ძალიან ვწუხვარ რომ ანაკლიის პორტის პროექტი ამდენი ხანი გაჭიანურდა. ეს პროექტი აუცილებელია ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ განუცხადა.

საგანელიძის თქმით, რომელი ორგანიზაციის წარმომადგენლები აპირებენ ანაკლიაში ჩასვლას, არ ფლობს ინფორმაციას, თუმცა თავად არაერთი კომპანიისგან მოუსმენია მსგავსი სურვილი.

„როგორ შეიძლება, რომ ანაკლიის პორტით დაინტერესებულნი არ იყვნენ სერიოზული ბიზნესები მსოფლიოში, საფინანსო ინსტიტუტები? ანაკლიის პორტი მართლაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ქვეყნისა და რეგიონისთვის. ვინ აპირებს ჩასვლას კონკრეტულად ვერ გეტყვით, თუმცა მე ბევრი კომპანიისგან მომისმენია ეს სურვილი და დარწმუნებული ვარ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი აუცილებლად განხორციელდება. წრფელი გულით ვამბობ, ძალიან ვწუხვარ, რომ ამდენი ხანი ეს პროექტი გაჭიანურდა. მიზეზებში არ შევდივარ, მაგრამ ეს პროექტი აუცილებელია ქვეყნისთვის და გარდაუვალია მისი წარმატებული განხორციელება“, - განაცხადა საგანელიძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ