პაატა სილაგაძე - ევროპაში აქვთ დაწესებულება, ადამიანი ნარკოტიკულ საშუალებას რომ მოიხმარს, იქვე გამოფხიზლდება და წამოვა,  ასეთი ადგილების შექმნაზე უნდა ვიფიქროთ

„ევროპაში აქვთ დაწესებულება, ადამიანი ნარკოტიკულ საშუალებას რომ მოიხმარს, იქვე გამოფხიზლდება და წამოვა, ასეთი ადგილების შექმნაზე უნდა ვიფიქროთ, როცა მოიხმარს ის საშიში არ იქნება სხვისთვის და გაკონტროლებული იქნება“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა პაატა სილაგაძემ დეპუტატ მამუკა მდინარაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით მისი ხედვით დაინტერესდა.

„ჰოლანდიაში მთელი ინსტიტუტები მუშაობენ ნარკოტიკების ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა. ტარდება კვლევები რამდენის გაყიდვაა დასაშვები, გასაღება რომ დანაშაულია, ამაზე არ ვკამათობთ. გლობალურად რომ ვიმსჯელოთ, ნარკოტიკების მოხმარება მხოლოდ ნარკოტიკების მოხმარება არ არის. გარდა იმისა, რომ საკუთარ თავს აზიანებს, შეიძლება ნარკოტიკული თრობის ქვეშ ამ ადამიანმა სხვისი ჯანმრთელობა ხელყოს ან უსაფრთხოება. აი ამ კუთხით შეიძლება ბოლომდე არ ვეთანხმებოდე ამ ლეგალიზაციას. დეკრიმინალიზაციას რაც შეეხება, მაგ ლოგიკით რომ გავაგრძელოთ მსჯელობა, იგივეს ვიტყოდი. შენ რაც გინდა მოიხმარე და შენთვის იყავი კი ბატონო, მაგრამ რამდენად იქნება ნარკოტიკული თრობის ქვეშ მისი ქცევები კონტროლის ქვეშ აყვანილი, ისე რომ სხვას საფრთხე არ შეუქმნას?! მე არ ვამბობ იმას, რომ მაინცდამაინც უნდა დაიჭირო და ციხეში გაუშვა. ევროპაში აქვთ დაწესებულება, ადამიანი რომ მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებას იქვე გამოფხიზლდება და წამოვა, ასეთი ადგილების შექმნაზე უნდა ვიფიქროთ, როცა მოიხმარს, ის საშიში არ იქნება სხვისთვის და გაკონტროლებული იქნება“,- განაცხადა სილაგაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო