„ასოშიეითიდ პრესი“ - ვლადიმერ ზელენსკი ტრამპისგან ზეწოლას მანამდეც განიცდიდა, ვიდრე პრეზიდენტი გახდებოდა

უკრაინის ლიდერი დონალდ ტრამპისგან ზეწოლას მანამდეც განიცდიდა, ვიდრე პრეზიდენტი გახდებოდა, რათა გამოეძიებინა ჯო ბაიდენის ოჯახის საქმე, - ამის შესახებ ანონიმურმა წყარომ „ესოშიეთიდ პრესს“ განუცხადა. წყარო იხსენებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 7 მაისს კიევში მრჩეველთა ჯგუფი შეკრიბა თითქოს ენერგეტიკული საკითხების განსახილველად, თუმცა ჯგუფი 3 საათის განმავლობაში მსჯელობდა თუ როგორ უნდა გამკლავებოდნენ პრეზიდენტ ტრამპის და მისი პირადი ადვოკატის მოთხოვნებს.

წყაროს ინფორმაციით, ჯერ კიდევ მაშინ, ზელენსკიმ და მისმა გუნდმა გააცნობიერეს, რომ უკრაიანას შესაძლოა აშშ-თან პრობლემები შექმნოდა, მათ შორის პირისპირ შეხვედრა დონალდ ტრამპთან არ შემდგარიყო, თუ ის უარს იტყოდა „ბურისმას საქმის“ გამოძიების გაგრძელებაზე.

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა დიპლომატმა, ბილ ტეილორმა კონგრესის სხდომაზე განაცხადა, რომ „ზელენსკის არ სურდა გამხდარიყო პაიკი შეერთებული შტატების საარჩევნო კამპანიაში“.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის მოთხოვნა წამოაყენა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატის ჯო ბაიდენის ოჯახის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოსთხოვა.

იხილეთ ვიდეო: "ასოშიეითიდ პრესი" - ზელენსკი ტრამპისგან ზეწოლას მანამდეც განიცდიდა, ვიდრე პრეზიდენტი გახდებოდა

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ