ქეთევან ციხელაშვილი „უშიშროების კომიტეტის“ განცხადებაზე - ეს არის დეზინფორმაცია

ცხადია ეს არის დეზინფორმაცია, იმიტომ რომ ქართული მხრიდან არანაირ მოქმედებებს ადგილი არ აქვს, - ასე უპასუხა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ქართული უსაფრთხოების ძალები საზღვართან ფართომასშტაბიან პროვოკაციას ამზადებენ“.

ციხელაშვილის თქმით, თავად მათი განცხადებაა პროვოკაციული შინაარსის მატარებელი.

„უჩვეულო განცხადება საუბედუროდ, მართლაც არ არის. ცხადია, ეს არის დეზინფორმაცია, იმიტომ, რომ არანაირ მოქმედებებს ქართული მხრიდან ადგილი არ აქვს. თავისთავად, განცხადება არის პროვოკაციული ხასიათის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამას მისცა შესაბამისი შეფასება. საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ჩორჩანას მიდამოებს, იცით, რომ რამდენიმე ტექნიკური შეხვედრა უკვე გაიმართა და კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა ჩანიშნული გახლავთ, ცხადია, ჩვენი პარტნიორების მონაწილობით და კიდევ ერთხელ ქართული მხარე თავის პოზიციას დააფიქსირებს. ზოგადად, ასეთი განცხადებების გაკეთება, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ცხინვალის რეგიონში ძალიან მძიმე არის ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა და ამ დღეებში ვრცელდებოდა გარკვეული კადრები, ციხეში პატიმრების მდგომარეობასთან დაკავშირებით, გუშინაც გავაკეთე ამასთან დაკავშირებით კომენტარი. ჩვენთვის ძალიან რთულია ამ ფაქტების დადასტურება იმ ვითარებაში, როდესაც ფაქტობრივად არა მხოლოდ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, არამედ საერთაშორისო მექანიზმებსაც არ აქვს წვდომა. ერთადერთი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტია წარმოდგენილი ცხინვალის რეგიონში და მათ აქვთ თავიანთი მანდატისა და კონფიდენციალობის ფარგლებში გარკვეული წვდომა, ერთადერთი ქმედითი ინსტრუმენტია, რითაც შეიძლება უშუალოდ იქ მყოფი პირების ახლობლების დახმარება და მათთვის ინფორმაციის მიწოდება, თუმცა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ადამიანის უფლებების დაცვაზე ვისაუბროთ ციხეში თუ მის გარეთ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა სულ უფრო ხშირად ცდილობს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ელემენტარული საბაზისო პროდუქტების და მედიკამენტებისთვის. მინისტრი ხაზგასმით ამბობს, რომ სასწრაფოდ საჭიროა ახალგორის მიმართულებით გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვების მოხსნა.

„ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში თუ ნებისმიერ ფორმატში, ქართული მხარის მთავარი მოთხოვნა ერთადერთი ის გახლავთ, რომ ადამიანის უფლებების მექანიზმები იყოს დაშვებული. გუშინდელ მიღებულ ორპარტიულ აქტში ძალიან დიდი ნაწილი დაეთმო ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და იმ რეაქციას, რომელიც აქვს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ უფლებები ძალიან უხეშად ირღვევა“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა