ერგნეთში მორიგი ტექნიკური შეხვედრა გაიმართება

ერგნეთში მორიგი ტექნიკური შეხვედრა გაიმართება

ერგნეთში მორიგი ტექნიკური შეხვედრა დღეს, 25 ოქტომბერს გაიმართება. შეხვედრა 13:00 საათზეა დანიშნული. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც მხარეები განიხილავენ, დღეს წნელისი-ჩორჩანას ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტი იქნება, როდესაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ევროკავშირის მისიის შეუიარაღებელი პატრული მცირე ხნით დააკავეს.

თავის მხრივ, ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლები ევროკავშირის მისიას ე.წ. საზღვრის დარღვევაში და პროვოკაციაში ადანაშაულებენ.