გიორგი მარგველაშვილი - ანა დოლიძის ყოველი გამოსვლისას ვრწმუნდები ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში

უაღრესად მიხარია, რომ ჩემმა შერჩეულმა კანდიდატმა, ასეთი უაღესად პრინციპული როლი ითამაშა ასეთ რთულ ვითარებაში, - ასე შეაფასა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, ხოლო იუსტიციის საბჭოს მიერ მოქმედი პრეზიდენტისთვის დოლიძის გავწვევასთან დაკავშირებული მიმართვა უკომენტაროდ დატოვა.

„იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებებზე კომენტარს ნამდვილად არ გავაკეთებ. რაც შეეხება ანა დოლიძეს და მის პროფესიონალიზმს, ამაზე ნამდვილად შემიძლია ბევრი ვისაუბრო. მე ამაყი ვარ იმ როლით, რომელსაც ანა დოლიძე ყოველდღიურად ასრულებს სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაში. უაღრესად მიხარია, რომ ჩემმა შერჩეულმა კანდიდატმა ასეთი უაღრესად პრინციპული როლი ითამაშა ასეთ რთულ ვითარებაში. მისი ყოველი გამოსვლისას ვრწმუნდები ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტოს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანა დოლიძე ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ დანიშნული წევრია.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა