ანა დოლიძე - ეს არის პოლიტიკური დევნა ჩემი, როგორც სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი ხმის წინააღმდეგ

ვფიქრობ, რომ ქალბატონი სალომეს შესაძლო გადაწყვეტილება იქნება ლაკმუსის ტესტი, რამდენად გახდება ის ამ პოლიტიკური დევნის ნაწილი ან რამდენად იქნება ის სისტემის მანკიერების წინააღმდეგ კრიტიკული ხმების მხარეს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ანა დოლიძე აცხადებს, ის პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწევა და იუსტიციის საბჭოს სურვილი არ აქვს ერთმანეთისგან გაარჩიოს პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობები.

„მე ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა ჩემი, როგორც სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი ხმის წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ ქალბატონი სალომეს შესაძლო გადაწყვეტილება იქნება ლაკმუსის ტესტი, რამდენად გახდება ის ამ პოლიტიკური დევნის ნაწილი ან რამდენად იქნება ის სისტემის მანკიერების წინააღმდეგ კრიტიკული ხმების მხარეს", განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, ის საზოგადოებრივად აქტიური იყო და ამას კანონი იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრს არ უკრძალავს.

"გამიკეთებია საპარლამენტო ტრიბუნიდან განცხადებები, რომ ირაკლი კობახიძე არის პოლიტიკის შარიკოვი, ესეც წერია (წარდგინებაში). გამიკეთებია თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით, სასამართლოსთან დაკავშირებით. გამიკეთებია განცხადებები, რომ ბულინგი იყო საბჭოში,"- განაცხადა ანა დოლიძემ.

ამასთან, ანა დოლიძე განმარტავს, რომ არც მისი საია-ს გამგეობის წევრობა არის კანონთან კონფლიქტში და "ამდენი მოსამართლეებმა უნდა იცოდნენ."

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა. როგორც საბჭოს მიმართვაშია ნათქვამი, „ანა დოლიძე სისტემატურად არღვევს საჯარო მოსამსახურის ეთიკას და მისი ქმედებები არამხოლოდ სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციისკენაა მიმართული, არამედ ზიანს აყენებს მის თანამდებობაზე დამნიშნავ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტს, საქართველოს პრეზიდენტსაც“.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა