ირაკლი ანთაძე ცხინვალის რეჟიმის მიერ საბრძოლო მზადყოფნის გამოცხადებაზე - ეს არის ცალსახად პროვოკაცია და ამან შეიძლება სერიოზულად დააზიანოს უსაფრთხოების გარემო

ეს არის მათი მხრიდან ცალსახად პროვოკაცია და ამან შეიძლება სერიოზულად დააზიანოს უსაფრთხოების გარემო, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ერგნეთის ტექნიკური შეხვედრის შემდეგ განაცხადა, როდესაც კომენტარი გააკეთა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნის გამოცხადებაზე.

„ზოგჯერ ცხადდება წვრთნები, ცხადდება ე.წ. განგაში, ზოგჯერ საბრძოლო მზადყოფნის გამოცხადება ხდება. დე ფაქტო რეჟიმი ასეთ ქმედებებს პერიოდულად მიმართავს, მაგრამ რამდენად სერიოზულია, ამას უფრო შემდგომი პროცესები გვაჩვენებს. რა თქმა უნდა, ეს არის მათი მხრიდან ცალსახად პროვოკაცია და ამან შეიძლება სერიოზულად დააზიანოს უსაფრთხოების გარემო“,- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო