დავით ბაქრაძე - ხელისუფლების უყურადღებობის შედეგად, ლაგოდეხში ბევრი პრობლემა არის დაგროვილი

ევროპული საქართველოს’’ ლიდერი დავით ბაქრაძე აფენის თემის საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატთან, მალხაზ მელაშვილთან, ერთად ადგილობრივებს შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს “ევროპული საქართველოდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სასმელი წყლის, სანიაღვრე სისტემის, შიდა გზების პრობლემებზე და ზოგადად, ადგილობრივი ხელისუფლების უყურადღებობაზე, საუბრობს სოფელ ბოკვიანში მცხოვრები მოსახლეობა.

„მოსახლეობის განცხადებით, სოციალური და ერთჯერადი დახმარებები არ გაიცემა, თუმცა ლაგოდეხის საკრებულო ცენტრალურ ბიუჯეტში 800 ათას ლარს უკან აბრუნებს“, - აცხადებენ პარტიაში.

დავით ბაქრაძის თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობის პრობლემები არ აწუხებს და მოსახლოებას მოუწოდებს, ლაგოდეხში ადგილობრივ არჩევნებზე „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილ კანდიდატს მხარი დაუჭირონ, რათა მან ხალხის პრობლემების მოგვარება და ახალი პროექტების განხორციელება შეძლოს.

„ხელისუფლების უყურადღებობის შედეგად, ლაგოდეხში ბევრი პრობლემა არის დაგროვილი. შარშან ლაგოდეხის ბიუჯეტში მორჩა 800 ათასი ლარი, რომელიც ცენტრალურ ბიუჯეტში უკან დაბრუნდა. ეს იმ პირობებში, როდესაც მოსახლეობისთვის არ გაიცემა ერთჯერადი დახმარებები, არ ხდება გზების, სანიაღვრე სისტემის შეკეთება და პრობლემაა წყალმომარაგების სისტემაშიც.

ეს არის იმის ნიშანი, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას არ აწუხებს ადამიანების პრობლემები და არაფერს აკეთებს პრობლემის მოსაგვარებლად. ეს უნდა შეიცვალოს ამ არჩევნებზე. „ევროპულ საქართველოს“ წარმოდგენილი ჰყავს კანდიდატი, მალხაზ მელაშვილი. საქმიანი, გამოცდილი, მცოდნე ადამიანი, რომელიც ლაგოდეხის საკრებულოდან არათუ მორჩენილ თანხას არ დააბრუნებს ბიუჯეტში, კიდევ უფრო მეტ თანხას მოითხოვს პროექტების განსახორციელებლად და ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია