ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჩორჩანა-წნელისის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჩორჩანა-წნელისის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჟან კრისტოფ ბელიარი ჩორჩანა-წნელისის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ამის შესახებ ტვიტერზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი წერს.

„მოხარული ვართ, რომ ბელიარდი შეუერთდა ჩვენს ერთ-ერთ პატრულს ჩორჩანა-წნელისის მიმდებარე ტერიტორიაზე. ვაფასებთ მის მხარდაჭერას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და მონიტორების მიერ გაწეული საქმისადმი, რომ ევროკავშირის ძალისხმევით მოხდეს სტაბილურობის ხელშეწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ“, -წერს ერიკ ჰოგი.