ქეთევან ციხელაშვილი საზოგადოებას აფხაზური ენის დღეს ულოცავს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საზოგადოებას 27 ოქტომბერს - აფხაზური ენის დღეს ულოცავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს.

„აფხაზურ ენას საქართველოს კონსტიტუცია იცავს და ეს ამ ენის მნიშვნელობაზე მეტყველებს მთელი ჩვენი საზოგადოებისათვის. მას დღეს განსაკუთრებულად სჭირდება შენარჩუნება, დაცვა და განვითარება, იმ ვითარების გამო, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო შესაბამის ნაბიჯებს დგამს, მათ შორის, 2017 წელს აფხაზურ ენასთან დაკავშირებით მიღებული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

მიხარია, რომ ამ უნიკალური ენის შესწავლით სულ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება. ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს იმაზე მეტი რამ აერთიანებს, ვიდრე აშორებს. მშობლიური ენა მნიშვნელოვანია იდენტობისთვის და მისი შენარჩუნებისა და განვითარებისთვის ჩვენი ძალისხმევა ერთიანი უნდა იყოს. ამ სულისკვეთებით უნდა შევძლოთ წარსულის მძიმე და ტკივილიანი გამოცდილების, დღეს უკვე მავთულხლართებით დაშორიშორების დაძლევა, თანამშრომლობისა და შერიგების გზით, ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო