დონალდ ტრამპი - აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მოკვდა, როგორც ლაჩარი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ალ-ბაღდადის ლიკივიდაცია დაადასტურა. აღნიშნული განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. ტრამპმა განაცხადა, რომ ბაღდადი მოკვდა, როგორც ლაჩარი ადამიანი, რომელიც გადარჩენის მიზნით გვირაბში გარბოდა და თავი „ შაჰიდის ქამრით“ აიფეთქა.

„აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი იყო. მსოფლიოში ყველაზე ძალადობრივი ორგანზაციის ლიდერი. მისი დაკავება ან ლიკვიდაცია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტს წარმოადგენდა. ბაღდადი იყო ავადმყოფი და გახრწნილი ადამიანი. ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ძალადობას იყენებდა და მისი დასასრულიც ძალადობრივი გზით განხორციელდა. ამ ოპერაციისთვის მინდა მადლობა გადავუხადო რუსეთს, თურქეთს, სირიას, ერაყსა და სირიელ ქურთებს. ამასთან, მინდა მადლობა გადავუხადო აშშ-ის დაზვერვის სამსახურსა და თითოეულ ჯარისკაცს. მათ ბრწყინვალე საქმე გააკეთეს. სამყარო ახლა გაცილებით უფრო უსაფრთხოა, ვიდრე აქამდე იყო. ღმერთმა დალოცოს ამერიკა“, - განაცხადა ტრამპმა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს