,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების’’ სახელმძღვანელოს დანერგვა დასრულდა

სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით თბილისის საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ტრენინგების მე-2 ეტაპი გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, თბილისის ბაღების წარმომადგენლებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა განახლებული სახელმძღვანელო გააცნეს და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ზოგადი ინფორმაციაც მიაწოდეს.

სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში 2016 წელს შემუშავდა და მისი დანერგვა ამავე წელს სწორედ თბილისიდან დაიწყო. განახლებული სახელმძღვანელო, რომელიც ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.

ტრენინგის მონაწილეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა და ბაღების გაერთიანების დირექტორმა კახაბერ გვანცელაძემ მიმართეს და გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოფხვრაში სკოლამდელი განათლების როლზე ესაუბრნენ.

სახელმძღვანელო მთელი საქართველოს მასშტაბით დაინერგა და ყველა მუნიციპალიტეტში 2000-მდე აღმზრდელ-პედაგოგი გადამზადდა. სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს